მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის გაზრდას და ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს - შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების რეგულირებას ეხება და ტურნირების მოწყობის საკითხებს განსაზღვრავს.

კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.

კანონპროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.

კანონპროექტით დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში - საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 150 000 ლარით.

შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის გაზრდას და ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მიიღო.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

27.10.2026.17:05

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8943 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8943 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა