მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7264.4
-0.0068
flag
AZN 1.5739
-0.0004
flag
CNY 39.318
0.0002
flag
EUR 3.1034
-0.0045
flag
GBP 3.5838
-0.001
flag
KZT 56.65
-0.0017
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6751
-0.0007
news banner

ბევრი ტექნოლოგიური საერთაშორისო კომპანია საქართველოს უყურებს, როგორც ალტერნატიულ ჰაბს - დავით ზღუდაძე

news image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„Mastercard-ი ხედავს რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რეგიონალურ ჰაბად ჩამოსაყალიბებლად. ეს შეიძლება იყოს როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით, ასევე საფინანსო მიმართულებით, რადგან ეს ორი მიმართულება არის ძირითადი გამწევი ძალა საქართველოში. ჩვენ ვფარავთ ცენტრალური აზიის და გალფის ქვეყნებს ძირითადად, ტექნოლოგიური მიმართულებით და ვხედავთ დიდ პოტენციალს, რადგან იგივე საერთაშორისო ბევრი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს უყურებს, როგორც ალტერნატიულ ჰაბს - ეს მაგალითად შეიძლება იყოს დუბაის ალტერნატივა, ამსტერდამის, ბერლინის ან ლონდონის. თუ მოხდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და სექტორი ბევრად უფრო გახსნილი იქნება დარწმუნებული ვარ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორც არის მასტერქარდი კიდევ უფრო დიდ ფოკუსს მოახდენს საქართველოზე და შესაბამისად, ძალიან დიდ პოტენციალს მისცემს ქვეყანას განვითარებისთვის",-  განაცხადა დავით ზღუდაძემ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიის შემდეგ Business Insider Georgia-სთან.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 84%-ით გაიზარდა - საქსტატი

21.05.2026.11:00

აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 36%-ით შემცირდა, საქსტატის მაჩვენებლებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 630 868.4 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 984 651.3 ათასი დოლარი იყო. 

როგორც სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2026 წლის 4 თვეში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 84%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, იანვარ-აპრილში საქართველომ აშშ-ში 38 195.4 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 20 712.2 ათასი დოლარის. საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ს ბაზარზე ყიდის: 

  • ფეროშენადნობები - 16 478.7 ათასი დოლარი;
  • დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 4 387.8  ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 2 885.6 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 2 795.4 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2 275.2 ათასი დოლარი;

რაც შეეხება აშშ-დან საქართველოში იმპორტს, ის 39%-ით არის შემცირებული. 2026 წლის ოთხ თვეში საქართველომ აშშ-დან 592 673.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 963 939.2 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 516 490.3 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 22 269.9 ათასი დოლარი;
  • დანარჩენი საქონელი - 10 622.0 ათასი დოლარი;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5 146.2 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 3 014.3 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა