მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საერთაშორისო ინვესტორები, როდესაც მონაწილეობენ [სახაზინო ფასიანი ქაღალდების] გამოშვებებში არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას, არამედ საკანონმდებლო ბაზასაც უცხადებენ ნდობას - რადგან ეს არის გამოშვება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად l ლაშა ხუციშვილი

news image
mbc image

საერთაშორისო ინვესტორები, როდესაც მონაწილეობენ [სახაზინო ფასიანი ქაღალდების] გამოშვებებში არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას, არამედ საკანონმდებლო ბაზასაც უცხადებენ ნდობას - რადგან ეს არის გამოშვება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ეს იყო ნამდვილად პირველი შემთხვევა, როდესაც სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვება მოხდა სინდიკაციის მეთოდით. ყოველკვირეულად ჩვენ აუქციონები გვაქვს სახაზინო ფასიანი ქაღალდების, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მეთოდი არის პრაქტიკულად ანალოგიური მეთოდი, როგორც ხდება ევროპბონდების გამოშვება ლონდონის ბირჟაზე თუ ევროპაში სხვა ბირჟებზე და ეს საშუალებას გვაძლევს რომ კიდევ უფრო მეტად ტარგეტირებული იყოს, მიზნობრივი იყოს საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის კუთხით. ამ ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა დაანონსებულიც, ეს სიურპრიზი არ იყო, რამოდენიმე თვე ვმუშაობდით მათ შორის, გვონდა რამოდენიმე Road show საერთაშორისო ინვესტორებთან და რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ შევძელით რომ გამოგვეშვა უკვე სინდიცირების მეთოდით სახაზინო ფასიანი ქაღალდები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის რომ ფორმატი არის მისაღები საერთაშორისო ინვესტორებისთვის გასაგები და შესაბამისად უფრო მეტი შესაძლებლობაა რომ მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტორები, თუმცა მეორეს მხრივ ეს არსებითად განსხვავებული იყო იმ გამოშვებებისგან, რომელიც ეხლა ხდება ან იმ გამოშვებისგან რომელიც წელს გვქონდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული საქართველოს ფასიანი ქაღალდები, რაც იყო ძალიან წარმატებული გამოშვება, თუმცა იმისგან განსხვავებით ამ გამოშვებაში სხვაობა არის რამოდენიმე ფაქტორში. პირველი ის რომ ეს საქართველოშია გამოშვებული და შესაბამისად, საერთაშორისო ინვესტორები როდესაც მონაწილეობენ და აქტიურად მონაწილეობენ ასეთ გამოშვებებში ეს ნიშნავს იმას რომ არამხოლოდ სხვა ქვეყნის ეკონომიკას უცხადებენ ნდობას, არამედ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზასაც უცხადებენ ნდობას იმიტომ რომ ეს არის გამოშვება ქართული კანონმდებლობის შესავამისად. ეს განსხვავებაა ლონდონის შემთხვევაში, სრულად ენდობიან იქ ადგილობრივ კანონმდებლობას და ამ ფორმატში ახდენენ ინვესტირების განხორციელებას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს იყო ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას რომ არა მხოლოდ კანონმდებლობას და ეკონომიკას ენდობიან ინვესტორები, არამედ ენდობიან უკვე ქართულ, ეროვნულ ვალუტას ამ შემთხვევაში ლარს.


ნდობა ქართული ვალუტისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეს გამოიხატება დოლარიზაციის მაჩვენებელშიც, თუმცა ეს გამოიხატება ასევე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნაში და დამოკიდებულებაში ქართულ ფასიან ქაღალდებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე შედეგებზე, ჩვენ გამოვუშვით 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები, სადაც მოთხოვნა იყო 4.5-ჯერ მეტი ანუ 1.8 მილიარდი ლარის ოდენობით და მნიშვნელოვანია ის რომ თითქმის 1 მილიარდის მოთხოვნა იყო საერთაშორისო ინვესტორებიდან. საერთაშორისო ინვესტორები იმ კონკრეტულ მომენტში, გამოშვების მომენტში მზად იყვნენ ერთი მილიარდი ლარის ინვესტირება განეხორციელებინათ ქართულ ფასიანი ქაღალდებში, რაც ბუნებრივია ნიშნავს იმას რომ ნდობა არის ძალიან მაღალი. ჩვენ შევძელით რომ გამოშვების პროცესში ორჯერ შეგვემცირებინა საპროცენტო განაკვეთი. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 9% რაც იმ დროისთვის არის საბაზრო მაჩვენებელი. ამ გამოშვებით ცალსახად დაფიქსირდა ის რომ ნდობა ქართული ეკონომიკის მიმართ არის ძალიან მაღალი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და აქტიურად მონაწილეობენ არა მხოლოდ ენდობიან, არამედ აქტიურად ინვესტირებას ახორციელებენ ქართულ ფასიან ქაღალდებში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებთ აღნიშნულ ფორმატში ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. ეს არ იქნება ყოველკვურეული რა თქმა უნდა, ეს იქნება წელიწადში ერთი ან ორი გამოშვება ასეთ ფორმატში. ყოველკვირელი, რეგულარული გამოშვებები გაგრძელდება ტრადიციულად, თუმცა ყოველწლიურად გვექნება ჩვენ ასეთი ტიპის აქტივობა, სადაც საერთაშორისო ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ რომ ქართულ, ფასიან ქაღალდებში

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა