მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც საშინაო, ისე საგარო ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი - J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში მონაწილეობა ამ ინტერესს კიდევ უფრო გააფართოებს | ეკატერინე გუნცაძე

news image
mbc image

ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

კონფერენციაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და ინვესტორთა ინტერესები.

კონფერენციის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან. ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს მან გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების პერსპექტივა. საუბარი, ასევე, შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.

„ჩვენ საქართველოს შესახებ პრეზენტაციაზე ინვესტორებს წარვუდგინეთ ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვა და განახლებული პარამეტრები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პრეზენტაციას დაესწრო 50-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ წარმატებით განახორციელა ევრობონდის რეფინანსირება, ასევე, მიმდინარე წლის მაისში, გამოვუშვით 400 მლნ ლარის საშინაო ფასიანი ქაღალდები სინდიკაციის გზით. პრეზენტაციის პარალელურად გამართულ ორმხრივ შეხვედრებს დაესწრნენ ის ინვესტორები, რომლებიც ფლობენ ჩვენს საგარეო და საშინაო ფასიან ქაღალდებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი. J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში მონაწილეობა ამ ინტერესს კიდევ უფრო გააფართოებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

კონფერენციასა და ინვესტორთა შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

13.11.2026.13:37

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.

Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა