მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საერთაშორისო IT კომპანიები ქმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოში - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

ბევრი გეგმა და ამოცანა გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას, ვინაიდან ამ სექტორში დიდი პოტენციალი და პერსპექტივა გვაქვს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას

 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კონკრეტული პროექტების სახით რეალიზდება.

 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ინოვაციების საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დღემდე დაფინანსებულია გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. საგრანტო დაფინანსების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს, რომლის შედეგადაც ბენეფიციარებმა დააგენერირეს 120 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი, მოიზიდეს 300 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

 

„2023 წლიდან დაინერგა ახალი პროგრამა „ინოვაციური გრანტები რეგიონებისთვის," რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, საქართველოს თერთმეტ რეგიონში დაფინანსდება 40  სტარტაპი. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 21 სტარტაპი და წლის ბოლომდე, ჯამურად კიდევ 19 სტარტაპი დაფინანსდება სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონებში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის ინიციატივით, წელს დამატებით 5,000 IT სპეციალისტის მომზადება დაიწყება, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით განათლებას საბაზისო საფეხურიდან მიიღებენ.

 

როგორც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  მიმდინარე წელს პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებულია 130-მდე ბენეფიციარი სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი, საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის გადამზადდა 3,000-ზე მეტი IT სპეციალისტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კი მათი რაოდენობა 4,000-მდე გაიზრდება.

 

აღსანიშნავია, რომ  „500" აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს, საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მლნ. დოლარის კაპიტალით. აღნიშნული ფონდის მიერ, 12 სტარტაპში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 

 

„ამ ეტაპისთვის 90-მდე საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს საქართველოში, მათ შორის, ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორიც არის Rakuten (Viber), Epam, Lineate, Exadel და სხვა. ეს კომპანიები საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ, ქმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ასაქმებენ ათასობით ჩვენს მოქალაქეს, ხელს უწყობენ IT ტალანტების შემოდინებას და გზას უხსნიან სხვა კომპანიების შემოსვლას ქვეყანაში. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სწრაფად და წარმატებულად ჩნდება გლობალური ინოვაციების რუკაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა