მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის დაცულობის გარანტია საგარეო შოკების მიმართ განსაკუთრებით მცირე, ღია ეკონომიკის შემთხვევაში - ეკატერინე მიქაბაძე

news image
mbc image

"საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. ეს არის ქვეყნის დაცულობა საგარეო შოკების მიმართ, განსაკუთრებით მცირე, ღია ეკონომიკის შემთხვევაში. რეზერვების მაღალი დონე უზრუნველყოფს ინვესტორების მაღალ ნდობას და ზოგადად ქვეყნის სტაბილურ განვითარებას" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდული ნიშნულის შეფასებისას განაცხადა.

აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ახალ რეკორდულ ნიშნულს 8,14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარების 613 მილიონი დოლარით მეტია, ხოლო წლიური ზრდა 56,4%-ს შეადგენს. მკვეთრად არის გაუმჯობესებული რეზერვების ადექვატურობის მაჩვენებლები - კერძოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ 100%-იან ზღვარს სავალუტო რეზერვები მიმდინარე ეტაპზე აღემატება და 128,2%-ზე ნარჩუნდება.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტა შეიძინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა მიმართულია რეზერვების დაგროვებისა და სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვისკენ. სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც მაკროეკონომიკური მდგომარეობა და სავალუტო ბაზარი ამის საშუალებას იძლევა, სებ-ი აქტიურ რეჟიმში აგროვებს რეზერვებს", - აღნიშნა მიქაბაძემ.

სებ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და საერთაშორისო რეზერვების ოქროს მიმართულებით დივერსიფიკაციას.

„საკმაოდ პოზიტიურია სებ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილება რეზერვების ოქროს მიმართულებით დივერსიფიკაციისკენ. ოქროს ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება რეზერვებში პრაქტიკულად გაორმაგებულია და აგვისტოს მონაცემებით 1 მილიარდ 149 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.1 პროცენტია", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს

23.10.2026.19:00

საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.

საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.

TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:

• უზბეკეთი  - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:

• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა