მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია | ნათია თურნავა

news image
mbc image

„2026 წლის პირველ 9 თვეში ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების მოცულობამ 3.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შესაძლებლობა სავალუტო ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა პირობებმა შექმნა. 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ამ მაჩვენებელმა 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა.

ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ეფექტიანი მართვისა და დივერსიფიკაციის მიზნით, 2024 წელს საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქრო დაამატა. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2026 წელს დამატებით ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.

ამასთან, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით მონეტარული ოქროსა და სხვა ვალუტების წილის ზრდა რეზერვების დივერსიფიკაციას, გლობალური ინფლაციური რისკებისგან მათ დაცვასა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დეპოზიტების ლარიზაცია 57%-მდე გაიზარდა | ნათია თურნავა

09.11.2026.13:30

„ლარის მიმართ ნდობა მზარდია და 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი სწრაფი ტემპით უმჯობესდება და 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. რაც საუკეთესოდ ასახავს ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას.
ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას ემსახურება. დედოლარიზაციის ტენდენცია ასევე აისახება საკრედიტო პორტფელზე. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.5% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, რაც ლარიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგია.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც დიდწილად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებით არის განპირობებული.

ნათია თურნავას პოზიციით, გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხისა და გეოპოლიტიკური შოკების პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა