მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები რჩებიან აქტიურ როლში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით | ლაშა ხუციშვილი

news image
mbc image

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები რჩებიან აქტიურ როლში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ეს იყო ნამდვილად პირველი შემთხვევა, როდესაც სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვება მოხდა სინდიკაციის მეთოდით. ყოველკვირეულად ჩვენ აუქციონები გვაქვს სახაზინო ფასიანი ქაღალდების, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მეთოდი არის პრაქტიკულად ანალოგიური მეთოდი, როგორც ხდება ევროპბონდების გამოშვება ლონდონის ბირჟაზე თუ ევროპაში სხვა ბირჟებზე და ეს საშუალებას გვაძლევს რომ კიდევ უფრო მეტად ტარგეტირებული იყოს, მიზნობრივი იყოს საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის კუთხით. ამ ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა დაანონსებულიც, ეს სიურპრიზი არ იყო, რამოდენიმე თვე ვმუშაობდით მათ შორის, გვონდა რამოდენიმე Road show საერთაშორისო ინვესტორებთან და რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ შევძელით რომ გამოგვეშვა უკვე სინდიცირების მეთოდით სახაზინო ფასიანი ქაღალდები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის რომ ფორმატი არის მისაღები საერთაშორისო ინვესტორებისთვის გასაგები და შესაბამისად უფრო მეტი შესაძლებლობაა რომ მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტორები, თუმცა მეორეს მხრივ ეს არსებითად განსხვავებული იყო იმ გამოშვებებისგან, რომელიც ეხლა ხდება ან იმ გამოშვებისგან რომელიც წელს გვქონდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული საქართველოს ფასიანი ქაღალდები, რაც იყო ძალიან წარმატებული გამოშვება, თუმცა იმისგან განსხვავებით ამ გამოშვებაში სხვაობა არის რამოდენიმე ფაქტორში. პირველი ის რომ ეს საქართველოშია გამოშვებული და შესაბამისად, საერთაშორისო ინვესტორები როდესაც მონაწილეობენ და აქტიურად მონაწილეობენ ასეთ გამოშვებებში ეს ნიშნავს იმას რომ არამხოლოდ სხვა ქვეყნის ეკონომიკას უცხადებენ ნდობას, არამედ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზასაც უცხადებენ ნდობას იმიტომ რომ ეს არის გამოშვება ქართული კანონმდებლობის შესავამისად. ეს განსხვავებაა ლონდონის შემთხვევაში, სრულად ენდობიან იქ ადგილობრივ კანონმდებლობას და ამ ფორმატში ახდენენ ინვესტირების განხორციელებას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს იყო ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას რომ არა მხოლოდ კანონმდებლობას და ეკონომიკას ენდობიან ინვესტორები, არამედ ენდობიან უკვე ქართულ, ეროვნულ ვალუტას ამ შემთხვევაში ლარს.

ნდობა ქართული ვალუტისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეს გამოიხატება დოლარიზაციის მაჩვენებელშიც, თუმცა ეს გამოიხატება ასევე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნაში და დამოკიდებულებაში ქართულ ფასიან ქაღალდებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე შედეგებზე, ჩვენ გამოვუშვით 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები, სადაც მოთხოვნა იყო 4.5-ჯერ მეტი ანუ 1.8 მილიარდი ლარის ოდენობით და მნიშვნელოვანია ის რომ თითქმის 1 მილიარდის მოთხოვნა იყო საერთაშორისო ინვესტორებიდან. საერთაშორისო ინვესტორები იმ კონკრეტულ მომენტში, გამოშვების მომენტში მზად იყვნენ ერთი მილიარდი ლარის ინვესტირება განეხორციელებინათ ქართულ ფასიანი ქაღალდებში, რაც ბუნებრივია ნიშნავს იმას რომ ნდობა არის ძალიან მაღალი. ჩვენ შევძელით რომ გამოშვების პროცესში ორჯერ შეგვემცირებინა საპროცენტო განაკვეთი. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 9% რაც იმ დროისთვის არის საბაზრო მაჩვენებელი. ამ გამოშვებით ცალსახად დაფიქსირდა ის რომ ნდობა ქართული ეკონომიკის მიმართ არის ძალიან მაღალი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და აქტიურად მონაწილეობენ არა მხოლოდ ენდობიან, არამედ აქტიურად ინვესტირებას ახორციელებენ ქართულ ფასიან ქაღალდებში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებთ აღნიშნულ ფორმატში ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. ეს არ იქნება ყოველკვურეული რა თქმა უნდა, ეს იქნება წელიწადში ერთი ან ორი გამოშვება ასეთ ფორმატში. ყოველკვირელი, რეგულარული გამოშვებები გაგრძელდება ტრადიციულად, თუმცა ყოველწლიურად გვექნება ჩვენ ასეთი ტიპის აქტივობა, სადაც საერთაშორისო ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ რომ ქართულ, ფასიან ქაღალდებში ინვესტირება განახორციელონ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა - სტატისტიკა

08.09.2026.19:00

მეორე კვარტალში შიდა მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ, ხოლო მეორე მხრივ, ხელოვნურ ინტელექტში ბიზნესინვესტიციების მატებამ განაპირობა. თუმცა, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმპორტის ხარჯზე ხდება, რაც სავაჭრო დეფიციტის გაფართოებას უწყობს ხელს.

ივლისში იმპორტი 2.8%-ით გაიზარდა და 399.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. საქონლის იმპორტი 3.7%-ით, 320.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კაპიტალური საქონლის იმპორტი 14.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და რეკორდულ 140.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, სამრეწველო მარაგებისა და მასალების, მათ შორის ნავთობის, იმპორტი 1.8 მილიარდი დოლარით შემცირდა. ნედლი ნავთობის იმპორტი 1.8 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც ფასების კლებას უკავშირდება.

ექსპორტი 2.1%-ით შემცირდა და 310.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო საქონლის ექსპორტი 3.0%-ით, 201.0 მილიარდ დოლარამდე დაეცა. შემცირება ძირითადად სამრეწველო მარაგებისა და მასალების ექსპორტის 8.7 მილიარდი დოლარით კლებამ განაპირობა, რაც უმეტესწილად ნედლ ნავთობსა და არამონეტარულ ოქროს უკავშირდება. ეს უკანასკნელი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშებისას არ ითვალისწინება. თუმცა, კაპიტალური საქონლის ექსპორტი 1.9 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სამომხმარებლო საქონლის ექსპორტი კი 1.7 მილიარდი დოლარით მოიმატა, რაც ფარმაცევტული პრეპარატების ექსპორტის ზრდამ განაპირობა.

ივლისში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი 17.3%-ით გაიზარდა და 119.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფლაციის გათვალისწინებით, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი 12.7%-ით გაიზარდა და 106.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. აპრილ-ივნისის კვარტალში ვაჭრობამ მშპ-ის ზრდას 1.14 პროცენტული პუნქტი დააკლო. გასულ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა წლიურ ჭრილში 1.5%-ით გაიზარდა.

ივლისში მომსახურების იმპორტი 0.6 მილიარდი დოლარით შემცირდა და 78.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისთვის გადახდილი საფასურის შემცირებამ განაპირობა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი შემცირდა, თუმცა სამოგზაურო მომსახურების იმპორტი გაიზარდა. მომსახურების ექსპორტი 0.4 მილიარდი დოლარით, 109.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სამოგზაურო, ფინანსური და სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის კლებას უკავშირდება. ამასთან, გაიზარდა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისთვის მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ბიზნესმომსახურების ექსპორტი.

იმპორტზე დაწესებული მაღალი ტარიფების მიუხედავად, ივლისში აშშ-მა საქონლით ვაჭრობის რეკორდული დეფიციტი დააფიქსირა მექსიკასთან, ვიეტნამთან, ტაივანთან, ტაილანდთან, სამხრეთ კორეასა და მალაიზიასთან.

შვეიცარიასთან საქონლით ვაჭრობის ბალანსი დეფიციტური გახდა, ხოლო კანადასთან სავაჭრო დეფიციტი ივლისში 3.7 მილიარდი დოლარით შემცირდა და 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა