მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედისმომცემია იმისთვის, რომ 2024 წელსაც იყოს დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 2023 წლის მონაცემები შეაფასა. ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა -  მისი ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობის კუთხით 2021 წლიდან დღემდე, საქართველოში მესამედ რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

 

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ახალი რეკორდი დამყარდა - 2023 წელს 9.1 % ით გაიზარდა და  6.1 მილიარდი დოლარი გახდა ექსპორტი, იმპორტი 14 % ით გაიზარდა და 15.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 12.5% ით გაიზარდა და ჯამში 21 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადაცდა. ვფიქრობ, რომ დამაიმედებელი მონაცემებია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სექტორებში ბევრი სირთულე და გარკვეული შეფერხებები იყო", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედისმომცემია იმისთვის, რომ 2024 წელსაც იყოს   დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი. რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობა განაპირობებდა მაღალ სავაჭრო ბრუნვას. ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს არსებული გლობალური კონტექსტის მიუხედავად, საქართველომ მაინც მოახერხა, რომ თავისუფალი ეკონომიკური გარემოს პირობებში ყოფილიყო მნიშვნელოვანი სავაჭრო პლატფორმა. 

 

„საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან საქართველოს გამოყენება ხდება  ფაქტობრივად, როგორც მაკავშირებლის სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკებთან და ბაზრებთან. ამიტომ ექსპორტის ოპერაციები იყო ისტორიულ პიკზე. საქართველო არის ასეთი თავისუფალი, გახსნილი პლატფორმა სავაჭრო ურთიერთობებისთვის და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გვქონდეს პროგრესი საგარეო ვაჭრობის კუთხით. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ადგილობრივი პროდუქტის წარმოება უნდა შევძლოთ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და ექსპორტის მიმართულებით ესეც მოგვეხმარება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის" მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებაზე - სააგენტომ ის „BB" დონეზე დატოვა პოზიტიური პერსპექტივით. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით ბოლო პერიოდში აჩვენებს, შემდეგი რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყოს.

 

„თუმცა, იცით რომ რეიტინგი საკმაოდ კომპლექსურია და ის ეკონომიკურთან ერთად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს. მათ შორის ძირითადი გამოწვევებია რეგიონალური გამოწვევები, რეგიონალური გეოპოლიტიკა და გვესმის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში ჩვენ ნაკლებად ხელგვეწიფება ეს კონტექსტი შევცვალოთ. მაგრამ მაქსიმალურად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი შიდა მდგომარეობა იმისთვის, რომ საკმაოდ კარგი შეფასება გვქონდეს, რაც მნიშვნელოვანი მესიჯია ინვესტორებისთვის", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

ამასთან, ვიცე-პრემიერი ხაზს უსვამს, რომ  „ფიტჩის" მოლოდინით საქართველოს ეკონომიკა 2024 წელსაც მნიშვნელოვნად გაიზრდება -  5%-ზე მეტად, რაც, მისი თქმით, საკმაოდ ახლოს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, საქართველო წელს ეკონომიკური ზრდის ტენდეციას შეინარჩუნებს, მომავალ წლებში კი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა