მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით - ლაშა ხუციშვილი

news image
mbc image

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, გაიმართება შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანიკის ხელმძღვანელ პირებთან.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვისაუბრებთ მიმდინარე თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მსოფლიო ბანკთან საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე პროგრამებზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც აქვს საკმაოდ ამბიციური მიზნები. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ისე მსოფლიო ბანკთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან, სადაც მათ გავაცნობთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და სამომავლო პროგნოზებს. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით. მათ აქვთ საკმაოდ დიდი დაინტერესება, რაც გამოჩნდა უახლოესი ევრობონდების გამოშვებისას. ასევე დიდია დაინტერესება ჩვენი ადგილობრივი ფასიანის ქაღალდების მიმართ," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან, სადაც განიხილება საქართველოს საკრედიტო რეიტინგები და მათი შემდგომი პერსპექტივები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საერთაშორისო ვალუტის გამოყენების ძირითად მაჩვენებლებში ევროს წილმა 20%-ს მიაღწია

10.06.2026.13:39

საერთაშორისო ვალუტის გამოყენების ძირითად მაჩვენებლებში ევროს წილი ზომიერად გაიზარდა და დაახლოებით 20%-ს მიაღწია - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ECB ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა