მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. კერძოდ, ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სსფ-ს ანგარიშის თანახმად ასევე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული 2027 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

„ფონდის მოლოდინია, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება. რა თქმა უნდა, ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ხდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდი ყურადღებას ამახვილებს მაკროეკონომიკური მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, რომლებიც ეფუძნება გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, გაუმჯობესებულ ფისკალურ და საგარეო ბუფერებს და მდგრად ფინანსურ სექტორს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და იმ რეფორმების გაგრძელებაა, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა მოელის, რომ 2026 წელს, ისევე როგორც შემდგომ წლებში, ეკონომიკური ზრდის ის ტენდენციები შენარჩუნდება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება.

„რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

13.11.2026.13:37

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.

Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა