მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასრულების თაობაზე

news image
mbc image

მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს წარმოადგენს ქვეყანაში ვიზიტის დასრულებისას, მათი წინასწარი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებების საფუძველზე შედგენილი ანგარიში ხელმძღვანელ პირთა თანხმობის შემთხვევაში, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წარედგინება განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის.

 

  • საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებზე, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასასრულებლად.

 

  • საქართველოს ეკონომიკა კვლავ ძლიერია მზარდი ტურიზმის, სატრანზიტო ვაჭრობის, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გაზრდილი ფინანსური შემოდინებების და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო. გასულ წელს მაღალი ზრდის შემდეგ, წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება. ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და 2023 წელს სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება.

 

  • საერთაშორისო დონეზე მაღალი გაურკვევლობის პირობებში, პოლიტიკა ორიენტირებული უნდა დარჩეს ფისკალური და სავალუტო ბუფერების შევსებაზე და რეფორმების მუხტის შენარჩუნებაზე, რაც მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ზრდას.     

 

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი. ამა წლის 27 აპრილიდან 10 მაისამდე სსფ-ს მისია ბატონი ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA)) მეორე მიმოხილვა იყო. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჯონმა განაცხადა შემდეგი:


“პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ს მისია, საქართველოში სსფ-სმხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის ივნისში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი. ქვეყნის ხელისუფლება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სესხად აღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.


პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა ძლიერია: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეზღუდული გავლენის და გონივრული მაკროეკონომიკური ოლიტიკის გამო. ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშრებულმა იმიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, ტრანზიტული ვაჭრობის მატებამ, რაც თავისმხრივ უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია, ეკონომიკის ზრდა და ფისკალურ შემოსავლების მატება განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გააუმჯობესა, ლარი გაამყარა. ხელისუფლებამ ხელსაყრელი პირობებით ისარგებლა და ფისკალური და უცხოური ვალუტის ბუფერები შეივსო. ფინანსური სისტემა ჯანსაღია და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება.

 


ბოლოხანს მნიშვნელოვნად იკლო ინფლაციის ტემპმა და ეროვნული ბანკის 3 პროცენტიანი სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაც სასაქონლო ფასების კლების, ლარის გამყარების, მკაცრი მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ასევე გლობალურად მკაცრი ფინანსური პირობების შედეგია. საბაზო ინფლაცია ასევე შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, დასაქმების ბაზარზე მუშახელი სიმწირის, ხელფასების ზრდის და დაბალი უმუშევრობის გამო.

 

მეორე მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი შესრულებულია, ერთი გამონაკლისის გარდა. შესრულებულია პირობები ინფლაციის, ბიუჯეტის დეფიციტის და საერთაშორისო რეზერვების თაობაზე. ბიუჯეტის მიერ გაცემულ სესხებმა საწყის ეტაპზე დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა, თუმცა, ეს პარამეტრი შემდგომ გასწორდა. ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები საგადასახდო პოლიტიკისა და ადმინისტრების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, ფისკალური რისკების, ეროვნული ბანკის კომუნიკაციის და ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით.

 

2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ინფლაცია კი სებ-ის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც ზემოაღწერილ ფაქტორებთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

 

გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობის და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაზე და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე.

 

ჩვენ მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო რეზერვების გონივრული მართვის მიმართ, რაც რეზერვების ადეკვატურ დონემდე გაძლიერებას მოიაზრებს. ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნისა და შრომის ბაზარზე სამუშო ძალის სიმწირიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ფრთხილ და ეტაპობრივ კლებას მოითხოვს, რათა მკაცრი პოლიტიკა შენარჩუნდეს მანამ, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. საბაზო ინფლაციის მატების შემთხვევაში შეიძლება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გახდეს საჭირო. საბანკო სისტემის მდგრადობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მონიტორინგი და რეგულირება, კიდევ უფრო გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და საიმედოობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

ფისკალური პოლიტიკა ბუფერების ზრდასა და რისკების მართვაზე სათანადოდ იყო მიმართული. ფისკალური წესის პირობის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება 2023 ბიუჯეტის შემგომი კორექტირებისთვის მზადაა. საჭიროა პროგრესის გაგრძელება შემოსავლების მობილიზაციის და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის კუთხით, რაც პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსების საშუალებას გაზრდის, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და განათლებაზე. ასევე უნდა გაგრძელდეს პროგრესი ხარჯვის ხარისხის და ეფექტურობის ზრდის მიმართულებით. სახელმწიფო საწარმოთა მმართველობის შარშან მიღებული სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიის წარმატებული განხორციელება გაზრდის პროდუქტიულობას და შეზღუდავს ფისკალურ რისკებს.

 

ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმების გეგმის განხორციელება შეამცირებს მაღალ უმუშევრობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას გრძელვადიან პერიოდში. უნარების შეუსაბამობის და გენდერული საკითხების დაძლევა უკეთესი განათლებით, გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლებითა და დასაქმების აქტიური პოლიტიკით, კონკურენტუნარიანობის ზრდით, კორპორაციათა მართვის სტანდარტის გაუმჯობესებით და ანტი კორუფციული სამართლებრივი ჩარჩოს მეშვეობით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტიზებით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და რეგიონის დაკავშირებულობას.

 

სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის“.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა