მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს

news image
mbc image

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.

ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2031 წლისთვის საქართველო რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის როგორც 10-წლიანი, ისე 20-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში ხვდება და ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამასთან, 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობა 2026 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ერთპიროვნულად ლიდერობს. 

1. სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2022-2031 წლებში, ასევე 2012-2031 წლებში შესაბამისად 85% და 185%-ით იზრდება, რითაც 10-წლიანი და 20-წლიანი ზრდის ტემპით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.

2. სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე (GDP per capita PPP) 2022-2031 წლებში, ასევე 2012-2031 წლებში, შესაბამისად, 2.5-ჯერ და 5-ჯერ იზრდება, რითაც 10-წლიანი და 20-წლიანი ზრდის ტემპით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ამასთან, 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით საქართველო 2026 წელსვე მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში უპირობოდ ლიდერობს. ამ 14 წლიან პერიოდში ზრდა 215%-ს აჭარბებს და 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 32 661 საერთაშორისო დოლარს გაუთანაბრდება, 2031 წლისთვის კი 46 848 საერთაშორისო დოლარი გახდება.

3. ფონდის შეფასებით, ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს კვლავინდებურად ორნიშნა იქნება, 15,8%-ს გაუტოლდება და ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 11 234დოლარს. ფონდის პროგნოზით 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 12 538დოლარს მიაღწევს, 2028 წლისთვის კი 13 694 დოლარს გადააჭარბებს, 2029 წელს 14 975დოლარი გახდება, 2030 წელს _16 383-ზე მეტი, ხოლო 2031 წელს _ 17 923 დოლარი. რაც იმას ნიშნავს რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა საქართველოს უკვე 2028 წლიდან გაეხსნება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 2026-2031 წლებში სავალუტო ფონდის პროგნოზით 10,7%-ი იქნება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი ცალსახად უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, მოახდინოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია | GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი

15.10.2026.10:50

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი ცალსახად უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, მოახდინოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და კიდევ ერთ პროექტსაც დავამატებდი - ეს არის მწვანე ენერგიის დერეფანი, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბურია, ვიდრე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ცალსახად უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, მოახდინოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ფასი, რომელიც შესაძლოა ჩვენი მეზობლებიდან გამომდინარე არ იყოს სახარბიელო ჩვენი ინვესტორებისთვის, ნამდვილად იქნება მისაღები ევროპული ფასი. ვგულისხმობ იმ უბრალო მიზეზის გამო, ევროპა სერიოზულად განიცდის ენერგეტიკული თვალსაზრისით დეფიციტს და ჩვენ ყველას, ეკონომიკური განათლების მქონე ხალხს, მოგვეხსენება ის, რომ ის პროდუქტი, რომელიც დეფიციტურია, მასზე ფასი საკმაოდ მაღალია. დღესაც კი სადღაც 4-ჯერ-5-ჯერ და შეიძლება უფრო მეტჯერაც საკმაოდ მაღალია ელექტროენერგიაზე ფასი ევროპულ ქვეყნებში.

ევროპა ამას უყურებს, ჩვენ ამ ეტაპზე ვჭირდებით ევროპას, იმიტომ რომ მასაც სჭირდება ელექტროენერგიის იმპორტიორთა დივერსიფიკაცია იმისათვის, რომ, ეგრეთ წოდებულად, გარანტიები ჰქონდეს და დააჰეჯიროს თავისი პოზიციონირება და არ დადგეს იმ სირთულეების წინაშე, რომლის წინაშეც დადგა, ვთქვათ, რამდენიმე წლის წინ.

ამას ისიც ემატება, რომ აქამდე რეალურად საექსპორტო ბაზარი იყო მხოლოდ და მხოლოდ თურქეთი და ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ნახეთ, თურქები ვერ აძლევენ საშუალებას ჩვენს ელექტროენერგიის გენერაციის მეპატრონებს, პარტნიორებს, ინვესტორებს და დამფუძნებლებს, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელონ თურქეთის ტერიტორიის გამოყენებით და გაიტანონ სხვა ქვეყნებში.

თურქეთს აქვს თავისებური დათქმა, რომ მე ვიყიდი ელექტროენერგიას, სიმბოლურად რომ ვთქვათ, 0.8 დოლარ ცენტად, რაც იყო ფასი საზღვარზე, და შემდეგ ამ ელექტროენერგიას რა ფასად გავყიდი, იქეთ გაყიდი თუ არ გავყიდი, თუ საერთოდ დავტოვებ ჩემს ქვეყანაში, ეს უკვე ჩემი პრეროგატივაა.

საქართველო ასეთი პრინციპებით არ მოქმედებს, იმიტომ რომ ის მეზობლებს აძლევს შესაძლებლობას და შანსს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს როგორც სატრანზიტო ტერიტორია, დერეფნის როლს იღებს თავის თავზე და აძლევს მეზობლებს საშუალებას იმისას, რომ, ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ ელექტროენერგიაზე ვსაუბრობთ, უზრუნველყოს ელექტროენერგიის ტრანზიტი, მეზობელ ქვეყნებს აძლევს ამის საშუალებას და მოხდეს მისი გაყიდვა თუნდაც ევროპულ ბაზარზე და ასე შემდეგ“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა