საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.
ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.
სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2024-2026 წლებში ჯამში 25,7%-ით იზრდება. რითაც მსოფლიოში სამწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ.
2024-2031 წლებში კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის პროგრესით საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამ 8-წლიან პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 61%-ით იზრდება. მეორე ადგილზე ზრდის ტემპით ჩვენს კონტინენტზე ბუტანი გადის, რომლის ეკონომიკა 2024-2031 წლების პერიოდში ერთ სულზე 58%-ით იმატებს, მესამეზე კი ინდოეთია 57%-იანი ზრდით.
რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით 2013-2025 წლებში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2013-2031 წლების ხანგრძლივი 19-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში პირველ ადგილზე გადის. სავალუტო ფონდის შეფასებით 2013-2031 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე მთლიანობაში 175%-ით იმატებს, მას მოსდევს ინდოეთი, რომლის მაჩვენებელი 163%-ით იზრდება.
2024-2031 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის 8 წლიანი ზრდის ტემპით საქართველო ევრაზიაში პირველობს. ამ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი საქართველოში 91%-ით იზრდება და 2031 წლისთვის 47 750 დოლარს გაადააჭარბებს.
რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით როგორც 2013-2025, ისე 2013-2031 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, და ამ ხანგრძლივი ისტორიული და საპროგნოზო პროგრესით ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ფონდის შეფასებით 2013-2025 წლებში საქართველოს მსყიდველუნარიანმა ეკონომიკამ ერთ სულზე გასამმაგება განიცადა და 2025 წლისთვის 31 352 დოლარს გადააჭარბა. 2026 წლისთვის საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 33 990 დოლარს მიაღწევს, რითაც ევროკავშირის წევრ საბერძნეთთან ჩამორჩენას 5 წლით შეამცირებს. საბერძნეთის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 33 000 დოლარი, ბოლოს, 2021 წელს იყო (იმ პერიოდში მის ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე). შედარებისთვის 2012 წელს ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ნომინალური ეკონომიკა საქართველოში 10 358 დოლარი იყო და მაშინ საქართველო საბერძნეთს ზუსტად 30 წლით ჩამორჩებოდა, შეესაბამებოდა რა საბერძნეთის 1982 წლის დონეს_10 488 დოლარს.
სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 2024-2026 წლებში 36%-ით იზრდება. რითაც მსოფლიოში სამწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ.
ფონდის შეფასებით, ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს კვლავინდებურად ორნიშნა იქნება, 11,9%-ს გაუტოლდება და ერთ სულ მოსახლეზე 11 574 დოლარს მიაღწევს. ფონდის პროგნოზით 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 12 664 დოლარს მიაღწევს, 2028 წლისთვის კი - 13 879 დოლარს, 2029 წელს 15 229 დოლარი გახდება, 2030 წელს _16 720-ზე მეტი, ხოლო 2013 წელს _ 18 353 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 2026-2031 წლებში სავალუტო ფონდის პროგნოზით 10% იქნება.
სხვა სიახლეები
ჩვენ ველით, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური გარემო კვლავ ხელსაყრელი დარჩება - S&P
11.06.2026.15:42
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა Georgia Capital-ის რეიტინგის განახლება გამოქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ჰოლდინგის, Georgia Capital-ის, პორტფელის ღირებულება 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე 11%-ით გაიზარდა და 5.04 მილიარდ ლარს (დაახლოებით 1.87 მილიარდ აშშ დოლარს) მიაღწია. ზრდა განაპირობა Lion Finance Group-ის აქციების ფასის მატებამ და კერძო პორტფელის ძლიერმა შედეგებმა განაპირობა.
,,კომპანიამ შეინარჩუნა დაბალანსებული ფინანსური პოლიტიკა ერთდროულად ახორციელებდა არსებული ობლიგაციების დაფარვას და აქციონერებისთვის ღირებულების დაბრუნებას, რის შედეგადაც S&P Global Ratings-ის მეთოდოლოგიით გამოთვლილი სესხისა და აქტივების ღირებულების თანაფარდობა (LTV) 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით 0.4%-ს შეადგენდა. აღნიშნულის საფუძველზე, ჩვენ Georgia Capital-ისა რეიტინგი „BB“-მდე გავაუმჯობესეთ. სტაბილური პროგნოზი ასახავს ჩვენს მოლოდინს, რომ Georgia Capital ნებისმიერ საბაზრო გარემოში შეინარჩუნებს LTV-ის მაჩვენებელს 10%-ზე მნიშვნელოვნად დაბალ დონეზე, გაატარებს კონსერვატიულ ფინანსურ პოლიტიკას კაპიტალის სტრუქტურის შემდგომი გაძლიერებისთვის და შეინარჩუნებს აქტივების მყარ ფინანსურ შედეგებს”, - წერს S&P.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური გარემო კვლავ ხელსაყრელია. ,,ჩვენ ველით, რომ მაკროეკონომიკური გარემო კვლავ ხელსაყრელი იქნება, თუმცა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი გარკვეულწილად შენელდება.ჩვენი პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წელს 5.4%-ს, ხოლო 2027 წელს 4.8%-ს შეადგენს”, - წერს S&P.