საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, რაც გამოწვეულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით l ლევან ჟორჟოლიანი
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ატარებს, ასევე უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არის სახეზე.
„შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა. ჩვენ პირველ 4 თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და ზოგადად, ბოლო 4 წელიწადში ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად იგრძნოს მოსახლეობამ", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც თბილისს ევროკავშირთან დააკავშირებს- ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმისთვის, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ l თამარ იოსელიანი
11.06.2026.17:24
„1 ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარს ახალი საჰაერო ხაზი ემატება - რუმინული კომპანია Dan Air ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ორ დედაქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, Dan Air არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის.
„როგორც ევროპული კომპანია, Dan Air იქნება მე-17 ავიაკომპანია. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმისთვის, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ. ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ევროკავშირთან დააკავშირებს. ჩვენთვის ეს ბაზარი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მიმართულებაა, რაშიც წლიდან წლამდე დიდ ძალისხმევას ვდებთ, რათა შევინარჩუნოთ მზარდი ტენდენცია, გავაღრმაოთ ხალხთაშორისი თუ ეკონომიკური კავშირები, მოვიზიდოთ მეტი ტურისტი და ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა ევროპულ ბაზრებზე", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ Dan Air-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა.