მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე ორჯერ გაზარდა, რაც მათ შორის, განპირობებულია მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის თვის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს, რაც წინა, ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,7% პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, ხოლო აპრილის პროგნოზთან შედარებით 1,9% პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ IMF-ის მიერ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე ორჯერ გაზრდა, მათ შორის, განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 2026 წელს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გლობალურად - ჩვენი ეკონომიკური ზრდა აჭარბებს როგორც ევროკავშირის კანდიდატი, ასევე ევროკავშირის ქვეყნების და ჩვენი სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებელს 2,8-ჯერ აღემატება. ზოგადად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-ს შეადგენს და წინა პროგნოზთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელიც გაუმჯობესებულია", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აქცენტს აკეთებს, რომ 2026-31 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, ასევე ლიდერი იქნება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ამასთან, 2021-26 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო - ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით მოცემულ წლებში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.

„შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს - ერთი მხრივ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, მეორე მხრივ კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შევინარჩუნოთ. ეს საბოლოო ჯამში, ასახულია არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თუ საკრედიტო რეიტინგის შეფასებებში და, რაც ყველაზე მთავარია, აისახება ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სექტემბრის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ასევე რეკორდულია იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლები - ვახტანგ ცინცაძე

13.10.2026.15:47

„სექტემბრის თვეში, სექტემბრის თვის ჭრილში, ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლებით ექსპორტი 19%-ზე მეტად არის გაზრდილი და 6,1 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე რეკორდულია 2026 წლის იანვარი-სექტემბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 9%-ზე მეტადაა გაზრდილი და 20 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საგარეო ვაჭრობაში დაფიქსირებული ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებისა და ზოგადად, ქვეყანაში წარმოების გაფართოებისკენ.

„აღნიშნული ასევე ადასტურებს იმ პოლიტიკის სისწორეს, რომელიც მიმართულია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენ და ზოგადად, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ. ეს გამოიხატება, მათ შორის, იმ შესაძლებლობაში, რასაც საქართველო აძლევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებს, რათა მოახდინონ მათი პროდუქციის ექსპორტი, როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის უმსხვილეს ბაზარზე და სხვა რეგიონული ქვეყნების ბაზრებზე, ტარიფების გარეშე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნული უპირატესობა მონაცემებში აისახება და შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები და მზარდი დინამიკა ფიქსირდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა