მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0023
flag
AZN 1.5576
-0.0007
flag
CNY 39.03
-0.0059
flag
EUR 3.02
-0.0151
flag
GBP 3.5004
-0.0073
flag
KZT 54.47
0.0008
flag
TRY 0.057
0
flag
USD 2.648
-0.0007
news banner

საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი თანხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში მზარდია და დაგეგმილია არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საავიაციო ბაზრის კიდევ უფრო განვითარებისთვის - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

საქართველოში საავიაციო სექტორი სწრაფად ვითარდება და იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო საავიაციო პროცესებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე რეგიონთაშორისი სემინარის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მისი განცხადებით, საქართველოში ICAO-ს წარმომადგენლობითი სემინარის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში.

„მსგავსი ტიპის სემინარები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და, შესაბამისად, ამ სისტემების ადგილობრივ დონეზე ადაპტირებას. ამასთანავე, ჩვენ ICAO-სთვის საიმედო პარტნიორს წარმოვადგენთ, რაც საერთაშორისო აუდიტების წარმატებით განხორციელებამაც დაადასტურა. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ სააერონავიგაციო მომსახურების ზედამხედველობის მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდა - 62-დან 96 პროცენტამდე გაიზარდა, რაც გლობალურ პრაქტიკასთან მიმართებით დაახლოებით 34-პროცენტიან წინსვლას გვაძლევს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში საავიაციო დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება.

„2025 წელს ამ მიმართულებით საგრძნობლად მაღალი მაჩვენებლები გვქონდა. მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, საავიაციო დარგში მზარდი დინამიკა ნარჩუნდება. ახალი მიდგომების დანერგვა გვეხმარება, მუდმივად ვპასუხობდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საავიაციო ინფრასტრუქტურას, რისთვისაც თანამედროვე სისტემების ათვისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს სემინარი კი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მსგავსი ტექნოლოგიების საქართველოში სწრაფად ინტეგრირებას", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) და ახლო აღმოსავლეთის (MID) რეგიონთაშორისი სემინარი იმართება. ღონისძიება საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) აქტუალურ საკითხებს ეთმობა.

სამდღიან სემინარში მონაწილეობენ დელეგატები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებიდან, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებიდან, ასევე მოწვეული სტუმრები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან, საჯარო უწყებებიდან და ავიასაწარმოებიდან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 42.8%-ით გაიზარდა

23.06.2026.17:00

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში შემცირდა, რაც ძირითადად აშშ-დან იმპორტის კლებამ განაპირობა. თუმცა, ამავე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი ამერიკულ ბაზარზე.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 844 073.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან (1 234 590.6 ათასი დოლარი) შედარებით 31.63%-ით ნაკლებია.

მიუხედავად საერთო ბრუნვის კლებისა, საქართველოდან აშშ-ში განხორციელებული ექსპორტი მნიშვნელოვან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. მიმდინარე წლის 5 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 52 640.3 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42.83%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 24 461.8 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 5 296.1 ათასი დოლარი;
  • დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 4 593.1 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 3 545.1 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3 236.2 ათასი დოლარი;

ორმხრივი ვაჭრობის შემცირების მთავარი მიზეზი ამერიკული პროდუქციის იმპორტის კლებაა. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ აშშ-დან 791 432.6 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1 197 736.0 ათასი დოლარი) 33.92%-ით ნაკლებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 698 126.6 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 28 374.0 ათასი დოლარი;
  • დანარჩენი საქონელი - 11 563.3 ათასი დოლარი;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5 433.2 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 3 890.8 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა