საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარების, პროგრესის, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს - გოგიტა თოდრაძე
საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარების, პროგრესის, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ნებისმიერი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურისთვის და ჩვენც ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რაც გვაძლევს ჩვენ უფრო და უფრო მეტი განვითარების, მეტი პროგრესის, საერთაშორისო სტანდარტებთან უფრო მეტად დაახლოების შესაძლებლობას, ასევე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად დავიწყეთ საქართველოს გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, არამხოლოდ რეგიონში არსებული ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის, არამედ ევროპის სხვადასხვა განვითარებული ქვეყნისთვის. ამაში ჩართულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, როგორც ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, და, რა თქმა უნდა, მხარს გვიჭერს ჩვენ ამ თვალსაზრისით“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველის იმპორტს ახდენს
26.10.2026.11:00
საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 6 220.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (5 306.1 ტონა) 17.23%-ით მეტია.
რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 33 394.6 5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 29 411.5 ათას დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:
• თურქეთი - 1 179.0 ტონა
• გერმანია - 971.6 ტონა
• რუსეთი - 908.5 ტონა
• პოლონეთი - 758.3 ტონა
• ბელარუსი - 538.9 ტონა