მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საერთაშორისო ვაჭრობა ხასიათდება სტაბილური დივერსიფიკაციით - ფინანსთა სამინისტრო

news image
mbc image

საერთაშორისო ვაჭრობა ხასიათდება სტაბილური დივერსიფიკაციით. ფინანსთა სამინისტრის ცნობით, იმპორტშიც და ექსპორტშიც სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე დიდი პროცენტი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 

ექსპორტის ტოპ საქონელი:

• მსუბუქი ავტომობილები: 155.2 მლნ. აშშ დოლარი - მთლიანი ექსპორტის 36.0 პროცენტი.

• მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონის: 30.2 მლნ აშშ დოლარი - მთლიანი ექსპორტის 7.0 პროცენტი.

• ყურძნის ნატურალური ღვინოები: 16.4 მლნ. აშშ დოლარი - მთლიანი ექსპორტის 3.8 პროცენტი.

იმპორტის ტოპ საქონელი:

• მსუბუქი ავტომობილები: 153.1 მლნ. აშშ დოლარი - მთლიანი ექსპორტის 13.9 პროცენტი.

• ნავთობი და ნავთობპროდუქტები: 95.0 მლნ. აშშ დოლარი - მთლიანი ექსპორტის 8.6 პროცენტი.

• ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები: 71.8 მლნ. აშშ დოლარი - მთლიანი ექსპორტის 6.5 პროცენტი.

ექსპორტის ტოპ ქვეყნები:

• ყირგიზეთი: 91.7 მლნ. აშშ დოლარი - 21.2 პროცენტი.

• ყაზახეთი: 55.5 მლნ. აშშ დოლარი, - 12.9 პროცენტი.

• აზერბაიჯანი: 51.5 მლნ. აშშ დოლარი, - 11.9 პროცენტი.

იმპორტის ტოპ ქვეყნები:

• ევროკავშირი: 279.3 მლნ. აშშ დოლარი - 25.3 პროცენტი.

• რუსეთი: 175.0 მლნ. აშშ დოლარი, - 15.9 პროცენტი.

• თურქეთი: 163.2 მლნ. აშშ დოლარი, - 14.8 პროცენტი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა