საფეხბურთო კლუბი ბეთლემი მართვის უფლება 29 წლის ვადით გაიცემა
საფეხბურთო კლუბი ბეთლემის 100%-იანი წილი მართვის უფლებით 29 წლის ვადით ელექტრონული აუქციონის საშუალებით გაიცემა. კლუბის მმართველმა 5 წელში „ბეთლემის“ ლიგა 2-ში მოხვედრა უნდა უზრუნველყოს.
შპს „საფეხბურთო კლუბი ბეთლემის“ მართვის უფლების გასაცემად აუქციონი 25 აგვისტოსაა ჩანიშნული და აუქციონის პირობების მიხედვით, წილის საწყისი მართვის უფლებით გადაცემის წლიური საფასურია: 2000 ლარი.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/“ბე“ შეადგენს: 600 ლარს
- „ბიჯი“-ს ოდენობა განსაზღვრულია - 200 ლარით
„ფასის თაობაზე შემოთავაზებული საბოლოო თანხა (ბიჯი), რომლითაც გამოვლინდება გამარჯვებული ემატება წილის საწყის მართვის უფლებით გადაცემის ფასს და მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო წილის მართვის უფლებით გადაცემის ფასს.
აუქციონში გამარჯვებულს წინასწარ „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბოლო წლის გადასახდელი მართვის უფლებით გადაცემის საფასურის ოდენობაში.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სრულად შეასრულოს შემდეგი სააუქციონო პირობები:
ა) უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში კლუბის ასპარეზობა მე-3 ლიგაში;
ბ) უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 წლის ვადაში კლუბის ასპარეზობა მე-2 ლიგაში. კლუბმა უნდა შეინარჩუნოს წილის მართვისა და სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში (შესაბამისი მართვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის შემდეგ) არანაკლებ ლიგა 2-ში მონაწილეობის უფლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ კლუბი დაქვეითდება ლიგა 3-ში, არაუგვიანეს დაქვეითებიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს კლუბის ლიგა 2-ში დაბრუნება;
გ) უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბის მუდმივად უეფა-ს და ეროვნული საკლუბო ლიცენზირების დებულებებისა და სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირება;
დ) კლუბი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ჩემპიონატებში;
ე) ყოველწლიურად უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ აუდიტორული დასკვნების წარმოდგენა. დასკვნა გაცემული უნდა იყოს აუდიტორი/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი;
ვ) წილის მმართველს არ აქვს უფლება წილის მესაკუთრის (ამ შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) თანხმობის გარეშე შეცვალოს კომპანიის სახელი, ლოგო, გერბი ან/და სხვა სამართლებრივი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
ზ) წილის მმართველს არ აქვს უფლება წილის მესაკუთრის თანხმობის გარეშე დათმოს/გაასხვისოს/განკარგოს წილის მართვის უფლება;
თ) წილის მმართველს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს/შეიძინოს ფეხბურთელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) აუქციონში გასმარჯვებულმა პირმა უზრუნველყოფს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული ინვესტიცია მოიცავს: ფეხბურთელების და სხვა დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასით უზრუნველყოფას, ეკიპირების, მივლინებების, შეკრებების, ფეხბურთელთა მკურნალობის, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ხარჯებს, ამხანაგური თამაშების, საოპერაციო ხარჯების დაფინანსებასა და სხვა ხარჯებს, რაც მიმართული იქნება კლუბის განვითარებისათვის. ხოლო ხოლო 29 წლის ვადაში განახორციელოს 4 350 000 გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი ლარის ოდენობის ინვესტიცია;
კ) მართვის უფლების მიღებიდან ყოველი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს სერტიფიცირებული აუდიტის (შემფასებლის) დასკვნა ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიციის (150 000 ლარის) თაობაზე;
ლ) გამარჯვებულის მიერ აუქციონის პირობების ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში არამატერიალური ქონება (წილი) უბრუნდება მესაკუთრეს - ქედის მუნიციპალიტეტს ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე“, - აღნიშნულია აუქციონის პირობებში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826