მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

news image
mbc image

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.


მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი დაგროვებითი პენსიის იდეის განხორციელებას და იმ სახის ცვლილებებს გულისხმობს, რომელიც საპენსიო თანხების აღრიცხვიანობას და მის ბიუჯეტში და საპენსიო სააგენტოში შეტანას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.


ნინო წილოსანის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობისას ეკონომიკის სამინისტროსთან და საპენსიო სააგენტოსთან კონსულტაციები გაიმართა და მათი მხრიდან უკვე იდენტიფიცირებული საკითხების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.


მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტით შემოთავაზებული სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა იგეგმება.


„მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს კომპანიიდან და დასაქმების ადგილიდან, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, ინფორმაციის გამოთხოვა და დასაქმებულის უფლებების დაცვა შეეძლება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით, კონკრეტული შემთხვევა დგინდება, როცა დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება. დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი ცვლილებისას (შესწორებისას), გარდა საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში, საპენსიო შენატანის კორექტირებისა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, არაგვის დაცული ტერიტორიის ფართობი 3600 ჰექტარით იზრდება და მას ვაშლობის ხეობის ნაწილი დაემატება.


კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.


სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2024 წლის ანგარიში“, ხოლო საპენსიო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ სსიპ- საპენსიო სააგენტოს 2024 წლის ანგარიში წარადგინა.


კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რეკომენდაციებს გაეცნენ.

 
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა