მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

news image
mbc image

პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა. 

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომდევნო წელი დაგეგმილია 5,2%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია 2,5%-ის ოდენობით, ხოლო ვალის მოცულობა პროგნოზირებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 38,2%-ს ოდენობით.

ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები პროგნოზირებულია 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტის პროგნოზი შეადგენს 85,4 მლრდ ლარს. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, შემოსულობები ჯამში შეადგენს 23 881.7 მლნ ლარს, საიდანაც შემოსავლები 19 883,9 მლნ ლარია, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 18 323 მლნ ლარი.

„ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24,161.2 მლნ ლარია, საიდანაც მესამედზე მეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებზე დაიხარჯება და აღნიშნული თანხა 7 735,0 მლნ ლარია", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებების მოცულობა 2024 წლის ბიუჯეტში შემდეგია: საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 82 586,5  ლარი;  ფინანსთა სამინისტრო - 114 000,0  ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 646 000,0  ლარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3 350 850,0  ლარი; იუსტიციის სამინისტრო - 400 000, 0  ლარი;  საგარეო საქმეთა სამინისტრო - 187 500 , 0 ლარი; თავდაცვის სამინისტრო -  1 370 000, 0 ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო -  1 210 000, 0 ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო -  685 000, 0 ლარი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2 340 000, 0 ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 460 000, 0 ლარი.

2024 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ  კომიტეტმა  გენერალური აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს მოუსმინა, რომელმაც  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა  წარადგინა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"  კანონპროექტზე. რაც შეეხება ეროვნული ბანკის დასკვნას  ბიუჯეტის პროექტზე, იგი დეპუტატებს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა  დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა გააცნო.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა  2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა