მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საფრანგეთის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული უწყებათაშორისი სწავლება დასრულდა

news image
mbc image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საზღვაო პორტების უსაფრთხოებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ უწყებათაშორის  (ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები)  სწავლებაში, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. 

სწავლება სახელწოდებით - „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა,  შავი ზღვიდან ევროკავშირამდე"გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ოლივერ კურტომ, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა. სემინარი მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაძლიერებას.

აღნიშნული სწავლების ფარგლებში, მხარეების მიერ, დეტალურად იქნა განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში არსებული პორტების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები. სამუშაო შეხვედრისას, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადების მართვის კუთხით, უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია იმ  რისკის ინდიკატორების შესახებ,  რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება.

გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის 13 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ'ანტუონომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა.

ღონისძიების ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებმა ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კონტეინერების საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა