მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

"საგანმანათლებლო სივრცის" პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ყირგიზ კოლეგებს მონეტარული პოლიტიკის თემაზე გამოცდილება გაუზიარა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრთან (CCAMTAC) ერთობლივად ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.


სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებას ყირგიზ კოლეგებს უზიარებენ.
 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის  პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.


"მოგეხსენებათ, სსფ-ს კვლევის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდერნიზების კუთხით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ეს ჩვენი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა და მოხარულნი ვართ, ჩვენი გამოცდილება სხვა ცენტრალური ბანკების კოლეგებსაც გავუზიაროთ. ეროვნული ბანკი მზაობას გამოთქვამს, მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს ტექნიკური დახმარების სამუშაო შეხვედრებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა ეროვნული ბანკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ერთობლივად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთი დასტურია ჩვენ შორის არსებული მრავალწლიანი, მზარდი პარტნიორობის“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
 

აღნიშნული ვორქშოპი ხორციელდება ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია სსფ-ს შესაძლებლობების განვითარების რეგიონულ ცენტრთან ერთად, სადაც ეროვნული ბანკი თავად უზრუნველყოფს ცოდნის გაზიარებას საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
 

2023 წელს, CCAMTAC-ის სამუშაო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთისა და უზბეკეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა. 2024 წელს კი გაიმართა სემინარი ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის შესახებ, რომელშიც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა