მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

საგარეო ვაჭრობა 9.6%-იან ზრდას აჩვენებს | საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 076.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 874.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 17.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 201.3 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 6.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- ოქტომბერში 9 326.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (731.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (673.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (648.0 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 468.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (1 973.3 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 882.6 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 861.8 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (2 646.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 403.0 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 721.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 25.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 892.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 527.4 მლნ. აშშ დოლარით (7.7 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 950.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 609.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 590.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი).

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საგარეო ვაჭრობა 9.6%-იან ზრდას აჩვენებს | საქსტატი

19.11.2026.11:08

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა