მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ბოლო პერიოდში ძალიან პოზიტიური მაჩვენებლები იკვეთება, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია - გოგიტა თოდრაძე

news image
mbc image

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ბოლო პერიოდში ძალიან პოზიტიური მაჩვენებლები იკვეთება, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ბოლო პერიოდში ძალიან პოზიტიური მაჩვენებლები იკვეთება, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 19.6%-ით არის გაზრდილი, იმპორტი კი დაახლოებით 5.3%-ით.
თუ ქვეყნების ჭრილში განვიხილავთ, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ჩინეთის, თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით შეინიშნებოდა.

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოება და შესაბამისი ექსპორტი. აქ საუბარია ნავთისა და გაზოილის, ასევე მაზუთის წარმოებაზე, რომელთა ექსპორტი გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით დაახლოებით 13-ჯერ არის გაზრდილი სხვადასხვა მიმართულებით.

ასევე აღსანიშნავია სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ფერადი ლითონების მადნების, აზოტოვანი სასუქებისა და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.
ასევე, მოგეხსენებათ, ვაქვეყნებთ ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებს, რომლის წილი დაახლოებით 60-61%-ს აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი, ზოგადად, წინა წლის ცხრა თვის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყავის იმპორტი 43%-ით გაიზარდა

27.10.2026.13:00

საქართველოში ყავის იმპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 2 602.4 ათასი დოლარის ღირებულების 479.9 ტონა ყავა იყიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 335.6 ტონა. ყავის იმპორტის ზრდა 43%-ის დონეზეა.

საქართველოსთვის ყავის შესაძენად მთავარი ბაზარი სომხეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:

• სომხეთი - 409.0 ტონა;
• რუსეთი - 59.9 ტონა;
• აშშ - 7.7 ტონა;
• უზბეკეთი - 1.5 ტონა;
• ირანი - 1.0 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა