მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

მისი თქმით, ექსპორტი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი და 6,1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 60%-ზე მეტად არის გაზრდილი და 3,7 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული დადებითი დინამიკა სწორედ იმ მხარდამჭერი მექანიზმებისა და პოლიტიკის შედეგია, რასაც სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად ახორციელებს.

„საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ჩვენ გაგვაჩნია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ისეთი მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც ფაქტობრივად ექსპორტს ასტიმულირებს. მათ შორის საქართველოს მთავრობას გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ასევე ექსპორტის წამახალისებელია. საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნეს სექტორის აქტივობის ზრდისკენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ერთი მხრივ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში ქმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის სექტემბერში ექსპორტი 4.0%-ით გაიზარდა და სექტემბრის თვის რეკორდული მოცულობა 731.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის სექტემბერთან შედარებით 41.0%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ მოცულობას, 470.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

ასევე, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა 6,153.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 60.3%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას 3,756.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image EBRD ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესების მხარდასაჭერად €40 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

19.10.2026.15:00

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 40 მილიონ ევრომდე ინვესტიცია განახორციელა კერძო კაპიტალის ფონდში Avallon MBO Fund IV, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო საწარმოებისა (SMEs) და მცირე ზომის საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიების მხარდაჭერაზე პოლონეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

ინვესტიცია ხელს შეუწყობს კერძო მეწარმეობის განვითარებას, კომპანიების მენეჯმენტის წახალისებას, შეიძინონ წილები საკუთარ კომპანიებში, ასევე ბიზნესების საოპერაციო შესაძლებლობების გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და ზრდას.

Avallon-ის მიერ მართული ფონდის, Avallon MBO Fund IV-ის, სამიზნე მოცულობა 220 მილიონი ევროა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 260 მილიონ ევროს შეადგენს.

ფონდის კაპიტალის სულ მცირე 70% პოლონეთში დაიბანდება, ხოლო 30%-მდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, კერძოდ, ბულგარეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და სლოვენიაში.

ფონდი მცირე და საშუალო საწარმოებში, ასევე მცირე ზომის საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებში სააქციო და კვაზი-სააქციო ინვესტიციების დივერსიფიცირებულ პორტფელს შექმნის. გრძელვადიანი კაპიტალის მიწოდება კომპანიებს საქმიანობის მასშტაბების გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.

EBRD-ის მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დამატებითი ინვესტიციების მობილიზებასა და ფონდისთვის კაპიტალის მოზიდვის პროცესის გაძლიერებაში, განსაკუთრებით იმ ბაზარზე, სადაც გრძელვადიან რისკიან კაპიტალზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდულია.

ბოლო წლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კერძო კაპიტალის ფონდებისთვის ინვესტიციების მოზიდვა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, რაც მცირე ბიზნესებისთვის ზრდის დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე აისახებოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა