მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

საინვესტიციო ფონდების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო სააგენტოსაწარმოე საქართველოში" ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, სადაც  საინვესტიციო ფონდების განვითარების ხელშეწყობის ახალ ინიციატივაზე იმსჯელეს.

 

ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შედგა და მას როგორც პოტენციური აქტივების მმართველი კომპანიების, ასევე პოტენციური ინვესტორებისფინანსური ინსტიტუტების, ბიზნეს სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. დამსწრე აუდიტორიას პრეზენტაციები წარუდგინეს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ და მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის უფროსმა სპეციალისტმა შანტი დივაკარანმა.

 

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, საინვესტიციო ფონდების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა როგორც ზოგადად კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, ისე უშუალოდ საინვესტიციო ფონდების განვითარების კომპონენტზე.

 

კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბოლო 5 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აქტიურად ახორციელებს. ჩვენ შევქმენით მყარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ფუნდამენტურ როლს თამაშობს ამ რეფორმის წარმატებაში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

მან ასევე აქცენტი გააკეთა მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმის კვალდაკვალ კერძო სექტორში მიმდინარე დადებით ტენდენციებზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წელს პირველი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციიდან დღემდე მათი რიცხვი 19-მდე გაიზარდა; მათ მართვაში არსებული მთლიანი აქტივები ყოველწლიურად საშუალოდ 60%-ით იზრდება; კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა და 1,9 მილიარდ ლარს მიაღწია; საქართველოს საპენსიო ფონდის მართვაში არსებულმა  აქტივებმა კი 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა და სხვ.

 

ჩვენ დავიწყეთ რეფორმის მეორე ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს ვენჩურული კაპიტალის, ობლიგაციების ბაზრის, კერძო კაპიტალის და მსგავსი ინტრუმენტების გაძლიერებასა და სტიმულირებას. ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების ზრდაზე ორიენტირებული კერძო კაპიტალის ფონდების დაფუძნების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა  ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და ყურადღება გაამახვილა სააგენტოსაწარმოე საქართველოში" და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე. მისი თქმით, ამჟამად სააგენტოაწარმოე საქართველოში" მუშაობს კერძო კაპიტალის ფონდის დაფუძნების ხელშეწყობაზე, რომელშიც მას შეზღუდული პარტნიორის როლი ექნება. მომდევნო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით დაგეგმილია რამდენიმე კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის ხელშეწყობა, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 200 მილიონ ლარამდე იქნება.

 

შეხვედრის დასკვნით ნაწილში დისკუსია გაიმართა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს

11.05.2026.19:00

საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით. 2026 წლის პირველ კვარტალში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 18 740.0 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის სამ თვეში კი 7 027.7 ათასი დოლარი. 

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქმენეთში ექსპორტმა 7 702.6 ათასი დოლარის შეადგინა, ერთი წლით ადრე კი 2 470.2 ათასი დოლარი. ზრდა 212 პროცენტის დონეზეა.

რაც შეეხება იმპორტს ზრდა 142%-ია. 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ თურქმენეთიდან 11 037.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 557.5 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა