მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში 4,049 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი განახლებულ პუბლიკაციას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 1კვ26 მიმოხილვა”-ს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა, 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებული გაზრდილი გაყიდვების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი
ბინების რაოდენობა ზრდას განაგრძობს, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის
შემოსავლიანობის სტაბილურმა შემცირებამ შესაძლოა მასზე წნეხი
მოახდინოს.

,,საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში 4,049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია, აქედან:

•⁠ ⁠მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 10.1%-ით გაიზარდა.

•⁠ ⁠პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 21.1%-ით გაიზარდა.

•⁠ ⁠ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 70.6%-ით გაიზარდა.

ფასი 2026 წლის მარტში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,893 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 8.7% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და 1,479 აშშ დოლარი შეადგინა. ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე
პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს.

ქირა ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 7.3%-ით შემცირდა, თუმცა ძირითადი შედეგები მეტწილად ზაფხულის სეზონზეა დამოკიდებული. ADR-ის შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობამ 7.1% შეადგინა, რაც შესადარის ქალაქებს შორის კვლავ ერთ-ერთი მაღალია”, - აღნიშნულია კვლევაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დარგობრივი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმატში ხდება სექტორის პრობლემების პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტრისთან - ნიკოლოზ ბენიაიძე

21.08.2026.19:49

საქართველოში მარცვლეულის მოსავლის აღების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულიამარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელისნიკოლოზ ბენიაიძისგანცხადებითფერმერების უმრავლესობამ მოსავლის აღების სამუშაოები უკვე დაასრულა დამარცვლეული დაბინავებულია.

ამ პერიოდისთვის მოსავლის აღებაფაქტობრივადდასრულებულიარამდენიმე ფერმერს შეიძლება დარჩენილი ჰქონდეს მცირე ფართობებითუმცა მათი რაოდენობა მინიმალურიაუნდა ითქვასრომ მოსავალი უკვე დაბინავებულია როგორც ქერიისე ხორბალი, -აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მოსავლის აღების პროცესის დასრულების პარალელურადმარცვლეულის სექტორისწარმომადგენლები მინისტრთან არსებულ დარგობრივ საბჭოში სექტორში არსებულგამოწვევებზე მსჯელობენნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებითაღნიშნული ფორმატიმნიშვნელოვანია სექტორის წარმომადგენლებსა და სამინისტროს შორის პირდაპირიკომუნიკაციისთვის.

დარგობრივი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანიარადგან სწორედ ამ ფორმატში ხდება სექტორის პრობლემებზე პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტროსთანგანსაკუთრებით ყურადღება ექცევა პირველად წარმოებას და ფერმერულ მეურნეობებს. ახლა საჭიროა ისეთიგადაწყვეტილებების მიღებარომლებიც ერთდროულად დაიცავს ადგილობრივ წარმოებასარ დააზარალებს მომხმარებელს და საშუალებას მისცემს ფერმერსგააგრძელოსსაქმიანობა,  - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა