მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების რეფორმა ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას - გურამ გურამიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართა თბილისისა და რეგიონების ავტოსადგურების ხელმძღვანელ პირებთან. მინისტრის მოადგილისა და სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბრის მთავარი თემა ავტოსადგურების სერტიფიცირების საკითხი იყო.  

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეფორმის პროცესი ხელს შეუწყობს ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის აღმოფხვრას და სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნას. ამასთან, რეფორმა სტიმულს მისცემს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი რეკონსტრუქციისა და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობას. გურამ გურამიშვილის შეფასებით, შედეგად, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, ტურიზმის განვითარებას, სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელებას, ასევე გარემო პირობების ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებას.

 

„მიმდინარე რეფორმა ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ავტოგადამზიდავების  მიერ გარკვეული მოთხოვნების შესრულებას.  გამოითქვა აზრი რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - ძირითადად ეს ეხებოდა რეფორმის განხორციელების ვადებს. ჩვენ განვიხილავთ ამ მოსაზრებებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საუკეთესო როგორც რეფორმის მიზნებისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, ავტოსადგურებისა და ავტოგადამზიდავებისთვის",- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. 

 

ავტოსადგურების წარმომადგენელთა მხრიდან შეხვედრაზე ასევე აქცენტირებული იქნა ე.წ. მტაცებლების - იმ გადამყვანი ტრანსპორტის საკითხი, რომლებიც ავტოსადგურების გვერდის ავლით, მიმდებარედ უკანონოდ  მუშაობენ. სექტორის წარმომადგენლები რეფორმის ფარგლებში ამ პრობლემის დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ.   

 

რეფორმის ფარგლებში უკვე დადგინდა ავტოსადგურებისათვის შესაბამისი კლასები,  რომლებითაც განისაზღვრა მგზავრთა  სხვადასხვა დანიშნულებით გადაყვანის წესები.  შედეგად, 2025 წლის 1 ივნისიდან ქვეყნის შიდა რეგულარული, საერთაშორისო რეგულარული და არარეგულარული სატრანსპორტო ოპერაციები, მხოლოდ სერტიფიცირებულ ავტოსადგურებს შორის განხორციელდება. თავის მხრივ ავტოსადგურები დააკმაყოფილებენ კლასისთვის დადგენილ ინფრასტრუქტურულ თუ სხვა მნიშვნელოვან მოთხოვნებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში წინასწარ რეგისტრაციას დაექვემდებარება მგზავრთა გადაყვანის მარშრუტები და ავტოსადგურის ოპერირების განრიგებიც.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა  თეონა ბაბუნაშვილმა.  აღსანიშნავია, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სერტიფიცირების პროცესს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან კოორდინაციაში განახორციელებს. რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ასევე აქტიურად ჩაერთვება სააგენტო „აწარმოე საქართველოშიც" -  სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რომლის თანახმადაც ავტოსადგურის მფლობელს შესაძლებლობა ექნება შეამციროს ავტოსადგურის მშენებლობის ან რემონტის მიზნით აღებული სესხის/ლიზინგის პროცენტი და ასევე უზრუნველყოფს სესხის გარანტიას 80%-ის მოცულობით.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა