მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება

news image
mbc image

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. კანონპროექტი დღეს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განიხილეს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკსა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, გარდამავალ პერიოდში, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დაადგინოს.

დღეს არსებული წესით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ტარიფი განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით დგინდება და თითოეული მოხმარებული გაზის საფასურს ერთი ტარიფით იხდის, არ აქვს მნიშვნელობა მომხმარებელმა რა მოცულობის გაზი გამოიყენა.

„აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

სემეკი ახალ სატარიფო მოდელს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაადგენს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის გაზრდას და ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს - შოთა ბერეკაშვილი

27.10.2026.16:10

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების რეგულირებას ეხება და ტურნირების მოწყობის საკითხებს განსაზღვრავს.

კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.

კანონპროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.

კანონპროექტით დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში - საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 150 000 ლარით.

შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის გაზრდას და ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მიიღო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა