მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.9
0.0001
flag
AZN 1.5459
-0.0004
flag
CNY 38.834
0.0027
flag
EUR 2.9955
0.0024
flag
GBP 3.5027
0.0002
flag
KZT 55.27
0.0016
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6281
-0.0004
news banner

საქართველო 1 სულ მოსახლეზე 1.04 კგ კაკალს მოიხმარს - Galt & Taggart

news image
mbc image

კაკლის ნარგავი ფართობის დიდი ნაწილი ჯერ სრულ მსხმოიარობაში არ არის შესული, თუმცა არსებული ბაღების წარმოება მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის 5.6 მილიონ კილოგრამამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული.

ირკვევა, რომ საქართველო 1 სულ მოსახლეზე 1.04 კგ კაკალს მოიხმარს და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა მსოფლიოში, რაც საშუალოზე 8-ჯერ უფრო მაღალია. ეს გამოწვეულია საქართველოს კულინარიით, ვინაიდან ნიგოზი ბევრი საკვები პროდუქტის ინგრედიენტად გამოიყენება.

Galt & Taggart-ის მონაცემებით, საქართველოში კაკლის წარმოება შემცირდა 2016-17 წლებში ფაროსანის შემოსევის გამო. 2018 წლიდან წარმოება მზარდია, რაც უკავშირდება 2014 წელს დაწყებული სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ნერგების მსხმოიარობაში შესვლას. წარმოების მატებასთან ერთად გაიზარდა ადგილობრივი მოხმარებაც. 2020-21 წლებში მოხმარება შემცირდა კოვიდთან დაკავშირებული ფაქტორების გამო. 2022-23 წლებში მოხმარება მკვეთრად არის გაზრდილი, რაც მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის და შემცირებული წარმოების შედეგად კაკლის თვითუზრუნველყოფა (56.6%) გაუარესდა 2023 წელს.

„კაკლის წარმოება საქართველოში დინამიკაში მზარდია, თუმცა ახასიათებს წლიური მერყეობა. ამასთან, წარმოება საგრძნობლად ჩამოუვარდება სექტორის მოლოდინებს. მაღალი მოლოდინები ემყარებოდა კაკლის ახალი ხარისხიანი ჯიშის, ჩანდლერის გაშენებას. თუმცა, ცოდნის ნაკლებობამ არაეფექტური წარმოება გამოიწვია - მწარმოებლებმა ნერგები არასწორ დროს, არასწორ პირობებში დარგეს და სათანადოდ ვერ მოუარეს. მოთხოვნამ გაუსწრო რეალურ წარმოებას და 2022-23 წლებში კაკლის ფასი ფერმის კართან საგრძნობლად გაიზარდა“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვლევაში.

კაკლის ექსპორტი ხორცილედება როგორც ნაჭუჭგაცლილად, ასევე ნაჭუჭიანად. მსოფლიო კაკლის ექსპორტის ღირებულება სტაბილური იყო 2017-22 წლებში, თუმცა მოცულობაში გაზრდილია (24.7%-ით ნაჭუჭგაცლილი, 21.6%-ით ნაჭუჭიანი). ფასის ვარდნა როგორც კაკლის, ასევე სხვა კაკლოვნების წარმოების ზრდას უკავშირდება. კაკლის უმსხვილესი ექსპორტიორი აშშ და მექსიკაა, ჯამურად 53.6%-იანი წილით. ჩინური კაკალი შედარებით დაბალი ხარისხისაა. კაკლის უდიდესი იმპორტიორები არიან გერმანია (13.7%), გაერთიანებული საემიროები (8.7%), თურქეთი (7.5%), იტალია (5.5%) და მექსიკა (5.0%).

საქართველოში ჩანდლერის ბაღები ძირითადად 2015 წელს დაწყებული სახელმწიფო დაფინანსებით არის გაშენებული. ჩანდლერი მსხმოიარობაში მე-4 წლიდან შედის და ნორმალიზდება მერვე წელს. სათანადოდ მოვლის შემთხვევაში ჩანდლერი 5-7 ტონამდე მოსავალს იძლევა ჰექტარზე, კარგი მოვლის შემთხვევაში 8-10 ტონამდე და ცუდი მოვლის შემთხვევაში 2-3 ტონას. ამასთან, გაშენებული ნერგების უმეტესობა სრულ მსხმოიარობაში არ არის შესული. აღსანიშნავია, რომ კაკლის ბაღების გაშენება შენელდა 2021 წლიდან.

„საქართველოში კაკლის იმპორტის მაღალი ცვალებადობა გამოწვეულია მოთხოვნის ცვალებადობით. იმპორტი ადგილობრივ წარმოებას ხელს არ უშლის, რადგან ქართული კაკალი მთლიანად ადგილობრივად რეალიზდება.

საქართველოში კაკლის იმპორტის 88.7% არის უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან. იმპორტირებული კაკალი ბაზარზე უხარისხოდ მიიჩნევა. ჩინური კაკალი საგრძნობლად გაიაფებულია ჩინეთში გაზრდილი წარმოების გამო.

პროგრამით „დანერგე მომავალი“ ჩანდლერის ნერგების გაშენება, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო, 2023 წელს ფაქტობრივად შეწყდა. ამასთან, სახელმწიფო თანადაფინანსებით კაკალი ყველაზე დიდი ფართობით გაშენებულია კახეთში, ხოლო კერძო ინვესტიციებით აჭარაში. კაკლის სწორი მოვლა და პოსტ-ჰარვესტ ზომები მნიშვნელოვანია. ამიტომ, სახელმწიფო დაფინანსებით ხდება ასევე აშშ-დან აგრონომების ჩამოყვანა და ცოდნის გაზიარება. კაკლის ხარისხს აფუჭებს არასწორი შენახვა, რაც საშრობების საჭიროებას განაპირობებს. არსებული საშრობები სრულიად საკმარისია ახლანდელი მოსავლისთვის, მაგრამ მომავალში მეტის საჭიროება იქნება“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში. 

მსოფლიოში კაკლის წარმოება სტაბილურად იმატებს და 2022 წელს 1,157 მლნ კგ შეადგინა. წარმოების ზრდა ძირითადად მოდის ჩინეთსა და აშშ-ზე. ჩინეთში წარმოების მატება ნარგავი ფართობის მატებასა და ნერგების სრულ-მსხმოიარობაში შესვლას უკავშირდება. აშშ და ჩინეთი ერთად მსოფლიო წარმოების 79.1%-ს შეადგენენ.

ჩინეთი უდიდეს მწარმოებელთან ერთად, ასევე უმსხვილესი მომხმარებელიცაა. მისი წარმოების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. ამისგან განსხვავებით, აშშ-ს თავისი წარმოების უდიდესი ნაწილი საექსპორტოდ გააქვს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

28.07.2026.11:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

კერძოდ, მინისტრები გაეცნენ ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს იქნება ისტორიული პროექტი საქართველოს ავიაციისა და ზოგადად ტრანსპორტის სექტორისთვის.

„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე იქნება 3.6 კილომეტრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს ვუმასპინძლოთ. ეს საგრძნობლად გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ, რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს, მათ შორის, სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დაახლოებით მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჩვენ სრულად დავასრულებთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წინ უძღვის სრულ ექსპლუატაციაში მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ვასრულებთ შუქტექნიკისა და სხვა სანავიგაციო სისტემების მოწყობას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

„რამდენადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია გეგმა-გრაფიკთან, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას უკვე შევძლებთ გავხსნათ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და სამიმოსვლო ბილიკები და სრულ ექსპლუატაციაში მივიღოთ იმისთვის, რომ პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე მივიღოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრებმა დაათვალიერეს აეროპორტის სივრცეში განხორციელებული პროექტები, მათ შორის, მგზავრთა კომფორტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გაკეთებული ორი ახალი პრემიუმ სერვისის ბიზნეს ლაუნჯი და Fast Track - ი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია იმ დიდ განვითარების გეგმასთან, რომელიც მთავრობას ზოგადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით აქვს.

მსგავსი მასშტაბის საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება - მისი ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის აეროპორტის შესაძლებლობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტს უდიდესი ღირებულება ექნება ქვეყნის ტურიზმისა და საავიაციო სექტორის განვითარებისთვის.

ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ მინისტრებს ინფორმაცია, მინისტრის მოადფილე თამარ იოსელიანმა და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა მიაწოდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა