საქართველო აშშ-ში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენა CES - ში პირველად მონაწილეობს - ირაკლი ნადარეიშვილი
საქართველო პირველად მონაწილეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენა CES - ში (Consumer Electronics Show), რომელიც აშშ - ში, ქალაქ ლას-ვეგასში მიმდინარეობს.
ღონისძიებას საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს, ორგანიზატორი მხარის სპეციალური მოწვევით ესწრება. - იყოს ასე, რომ ღონისძიებას ეწრება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს. საქართველო ღონისძიებაზე წარმოადგენილია "StartUP in Georgia" - ის ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც სტარტაპების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნისა საერთაშორისო ბაზარზე.
ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე „შესაძლებლობების გახსნა: სახელმწიფო სტრატეგიები სტარტაპების მხარდასაჭერად და ინვესტიციების გასაძლიერებლად".
„ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო სტარტაპების მხარდაჭერას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, დიდი ყურადღება ექცევა ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა, თუ ტექნიკურ დახმარებას. ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის გლობალური მასშტაბით წარმოჩენა, რისი საუკეთესო საშუალება სწორედ გლობალური, ტექნოლოგიური გამოფენები და კონფერენციებია. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო CES - ზე პირველად არის წარმოდგენილი," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ნადარეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამების, საგადასახადო შეღავათების, ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტებსა და კვლევების მიმართულებების შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მთავრობის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა, რომლის შედეგადაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა წარმოადგენს რეგიონული მნიშვნელობის მიზიდულობის ცენტრს და მნიშვნელოვან ინტერესს გლობალური ინვესტორებისა, თუ უცხოური სტარტაპებისთვის.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ CTA - ის საერთაშორისო ვაჭრობის ვიცე პრეზიდენტი ედ ბჟიტვა (Ed Brzytwa); ევროკავშირის ინოვაციების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ჟან - დავიდ მალო (Jean-David Malo) და სხვ.
ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სანფრანცისკოში ლევან ყულიჯანაშვილი CTA -ს პრეზიდენტს ქინსი ფაბრიციოს (Kinsey Fabrizio) და CES - ს ვიცე პრეზიდენტს ჯონ ქელის (John Kelley) შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობისა და პროგრამების შესახებ. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.
CES 2025 აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენებს მთელი მსოფლიოდან. საქართველოს საგამოფენო სტენდზე ასევე წარმოადგენილია ქართული სტარტაპები, მათ შორის, Klipy, Elven Technologies, Widgera, Stori AI, Baasi.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826