საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში - ილია დარჩიაშვილი
საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელსაც ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობები.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი სი ძინპინის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისტორიული ვიზიტით იმყოფება ჩინეთში. ერთი მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ საქართველომ და ჩინეთმა, ორმა ლიდერმა მოილაპარაკეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაინაცვლებს ახალ ფაზაში. ეს იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა. საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელსაც ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესი უფრო დინამიური იქნება. ასევე გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობები და ეს იქნება ახალი ძალიან ძლიერი იმპულსი ორი ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის საქმეში. ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი, რომელიც წლების განმავლობაში არ მომხდარა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის ფარგლებში მსგავსი გადაწყვეტილება ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაახლოებას, ურთიერთობების გაძლიერებას, და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაახლოებას. სტრატეგიული თანამშრომლობა ეს არის ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826