მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

საქართველო დაინტერესებულია, რომ ფრენები ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც განხორციელდეს - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის შემოღებამ და პირდაპირი ავიარეისების სიხშირის ზრდამ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები გაზარდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის ავიაკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველო დაინტერესებულია, რომ ფრენები ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც განხორციელდეს, რაც ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროშიც.

დავითაშვილის განმარტებით,  2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში 555 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო გეგმავს, უფრო მასშტაბური ტურისტული აქტივობები გამართოს ჩინეთის მეტ ქალაქში, რათა ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ვიზიტისას ლევან დავითაშვილი Hainan Airlines-ის, Capital Airlines-ის და Sichuan Airlines-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პოპულარული მიმართულებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე - კერძოდ, დღეისათვის საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი - ურუმჩის მიმართულებით ფრენებს ყოველდღე ასრულებს. შემოდგომაზე საქართველოს ავიაბაზარზე Air China შემოვა, რომელიც ურუმჩის გარდა, ფრენების განხორციელებას პეკინი - თბილისის მიმართულებითაც გეგმავს.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება

20.08.2026.19:00

Fitch-მა ხუთშაბათს აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „AA+“-ზე უცვლელად დატოვა, პროგნოზი კი „სტაბილურად“ შეაფასა. სააგენტომ გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავალი და აშშ დოლარის, როგორც მსოფლიოში წამყვანი სარეზერვო ვალუტის სტატუსი.

სააგენტოს განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა გაზრდილი ტარიფების, სახელმწიფო ხარჯების შემცირების, საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისა და პოლიტიკურ გაურკვევლობის ზრდის მიუხედავად. ეს, სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის შოკებისადმი გამკლავების უნარსა და ეკონომიკურ მოქნილობაზე მიუთითებს.

ამასთან, Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება, რაც 2025 წელს დაფიქსირებულ 2.8%-იან ზრდაზე დაბალია. სააგენტომ ასევე აღნიშნა შრომაზე მოთხოვნის შესუსტება და მიმდინარე წელს სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის მნიშვნელოვანი შენელება.

ინფლაცია კვლავ შეშფოთების საგნად რჩება. სააგენტო ელოდება, რომ 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.4% იქნება, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია. ტარიფებმა საბაზისო საქონლის ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა მათი გავლენა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.

Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ზოგადი სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის 7.4%-მდე გაიზრდება და 2027 წელსაც ამ დონეზე შენარჩუნდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა