მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ქვეყანაა საჯარო სერვისების მიწოდების მხრივ, ეს უმარტივებს ცხოვრებას მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში კარგი მმართველობის და ნულოვანი ბიუროკრატიის შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებასა და სახელმწიფო სერვისებზე გამარტივებულ წვდომაზეისაუბრა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ქვეყანაა საჯარო სერვისების მიწოდების მხრივ. ეს უმარტივებს ცხოვრებას მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს. გამჭვირვალობა არის მთავარი პრინციპი ჩვენი სისტემის დახასიათებისას. მაგალითად, mygov.ge არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველა უწყებას - როგორც ეროვნულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე - და მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება შეუძლიათ ადგილზე მისვლის გარეშე. იუსტიციის სახლები ის უნიკალური სივრცეებია, სადაც 500-ზე მეტი საჯარო სერვისის მიღებაა შესაძლებელი - დაბადების მოწმობის მიღებიდან დაწყებული, ნებისმიერი შეთანხმების თუ კონტრაქტის დამოწმებითა და რეგისტრაციით დამთავრებული. იქვე ხდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გაცემა. ჩვენ ვაპირებთ, ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტი მოვიცვათ და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამ სისტემის დახვეწაზე. ეს ხელს უწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული საგადასახადო სისტემა გვაქვს საქართველოში. ავტომატურად ხდება დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) კუთხით წარმოქმნილი ზედმეტობის დაბრუნება; ეს სისტემა ავტომატიზებულია, რაც დიდი სარგებელია ბიზნესსუბიექტებისთვის. 

ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთისა და სინგაპურის გვერდით ვდგავართ. ამას საერთაშორისო რეიტინგები და ინდექსები ცხადყოფს. ჩვენთან კორუფციის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიუროკრატიის აღმოფხვრის თვალსაზრისით. ჩვენ ამ ნიშნით ვუსწრებთ ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და რამდენიმე წევრ სახელმწიფოსაც. ვმუშაობთ იმაზე, რომ პირველ სამეულში აღმოვჩნდეთ. ეს ჩვენი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა პანელურ დისკუსიაზე ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის გეგმებზე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ამ კუთხით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებზე.

„ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოდან ჩემმა კოლეგამ ერთხელ თქვა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ბიუროკრატიის აღმოფხვრას ვცდილობთ, მდგომარეობის შესასწავლად ახალ კომისიებს ვქმნით და ამით ბიუროკრატიას კიდევ უფრო ვზრდითო. 

ამდენად, უსარგებლო ქაღალდბრუნვასა და გასაკეთებელ საქმეს შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია სასურველი შედეგების მისაღწევად. 2016 წლიდან ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებაც კი დავიწყეთ ბიუროკრატიის აღმოსაფხვრელად და ამ მიმართულებით ვაპირებთ ინვესტიციების განხორციელებას. მომდევნო წლებში ხელოვნურ ინტელექტში, აგროტექნოლოგიებსა და  ბაქტერიოფაგებში მოხდება ინვესტირება. ასევე, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქში - ქუთაისში, დავაარსეთ ტექნოლოგიების ჰაბი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის იმ ახალ მოდელებზე იმუშავებს, რაც საჯარო და კერძო სექტორებს, ისევე როგორც აკადემიურ წრეებს დაეხმარება. მიგვაჩნია, რომ ეს მომავლის ხედვაა. ჩვენ ასე ვხედავთ მომავალს და სწორედ ეს ქმნის მკაფიო სურათს ყველასთვის - არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ან ბიზნესსუბიექტებისთვის, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, არამედ იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან დასვენების, სწავლისა და ინვესტირების მიზნით. ყოველივე ამით მათი ცხოვრების გამარტივება ჩვენი მთავარი მიზანია”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა ამერიკელი ჟურნალისტი, CNN-ის ყოფილი წამყვანი, პროფესორი ჯონ დეფტერიოსი, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სამხრეთ აფრიკის და OECD-ისწარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა