მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო შესაძლოა, აზიიდან ევროპისკენ წამოსული, ე.წ. რივერსული ტვირთების სამიზნე გახდეს - პაატა ცაგარეიშვილი

news image
mbc image

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის პარალელური ექსპორტის თემა აქტიურდება. საუბარია რუსეთიდან ჩვენი ქვეყნის გავლით გამავალ ტვირთებზე, რომელიც სავარაუდოდ შემცირდება.

ასეთ შემთხვევაში, როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, შესაძლებელია აზიიდან ევროპისკენ წამოსული, ე.წ. რივერსული ტვირთების გაზრდა, როგორიცაა საკონტეინერო ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნაყარი ტვირთები.

„ტვირთების დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთიდან ჩვენი დერეფნის გამოყენებით სხვა ქვეყნებში გადის, შეიზღუდება.

როგორც ვიცით,  ევროპიდან რუსეთში პირდაპირი შეტანა უკვე არ ხორციელდება სანქციების გამო. ამიტომ რუსეთმა საკანონმდებლო დონეზე გაამარტივა საბაჟო პროცედურები და ხდება დიდი ტვირთნაკადის შეტანა თურქეთი-საქართველოს გავლით, არნახულად გაიზარდა ტვირთნაკადები სომხეთშიც, ხოლო ყაზახეთის მიმართულებით 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით,  2,5 -ჯერადი ზრდაა.

ასე იშვიათად ხდება, ტვირთებს მყისიერად არ ახასიათებს ზრდა, მაგრამ  ევრაზიული კავშირის ქვეყნები - სომხეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი  ჩვენს დერეფანს იყენებენ პარალელური სანქციების გამო.

თურქეთმა უკვე გამოაცხადა ევროპიდან ჩვენი დერეფნის გავლით ტვირთების შეჩერების თაობაზე. ყაზახეთი პარალელური გზებით ექსპორტს 1-ელი აპრილიდან შეაჩერებს. ამიტომ ჩვენი მოწოდება უნდა იყოს ნავთობის და ნაყარი ტვირთების მოძრაობის ზრდა, რაც  დერეფნის სიცოცხლისუნარიანობას გაზრდის", - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი Business Insider Georgia - თან.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი შუა დერეფნის ფარგლებში ქვეყნის გაზრდილ პოტენციალზეც საუბრობს და დასძენს, რომ ამ საქართველოს 3-4 მილიონ ტონა ტვირთის გატარების  შესაძლებლობა აქვს.

„ცენტრალური აზიიდან საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვის ახალმა შესაძლებლობამ წინა პლანზე წამოიწია. ბუნებრივია, ამან მეზობელ ქვეყნებს, ანუ დერეფანში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის, უფრო მეტი კოორდინაციის, მეტი შეთანხმებების და ერთობლივი საქმიანობის პრიორიტეტულობის საჭიროება დაგვანახა.

ყაზახეთის ტვირთნაკადი, რომელიც წამოვა, გაივლის აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ გაიშლება თურქეთის და საქართველოს მიმართულებით. ეს არის პირველ ეტაპზე დაახლოებით 1,5-2 მილიონი ტონა ტვირთი, აქ შესაძლებელია ჩაერთოს აზერბაიჯანის ტვირთნაკადი,  ბაქო-თბილისი-ყარსის ტვირთნაკადი, მთლიანობაში ყოველწლიურად 3-4 მილიონი ტონა ტვირთნაკადის გატარების შესაძლებლობა იკვეთება, რომელიც შედის ამ ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირების არეალში და ეტაპობრივი ზრდის შესაძლებლობა გააჩნია“, - განმარტავს ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. ქვეყნის  მთავრობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს -  გააფართოებენ სატრანსპორტო თანამშრომლობა და დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ოქტომბერში  თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფანი) საერთო კრება გაიმართა, სადაც შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.

ჯერ კიდევ მაშინ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

ეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

იგივე თემაზე: 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა