მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო თავისი ჰიდროპოტენციალის დაახლოებით 22%-ს იყენებს - „აჭარისწყალი ჯორჯიას’’ დირექტორი

news image
mbc image

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის ჯამურ მაჩვენებლებში 9%-ი შუახევის ჰესზე მოდის.  187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესი ბოლო ათწლეულების მანძილზე აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგო ობიექტია, რომელმაც დაახლოებით 5.4% გაზარდა ელექტროენერგიის შიდა წარმოება. ჰესის მფლობელია  „აჭარისწყალი ჯორჯია“,  რომელიც წარმოადგენს ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“ და ინდური „ტატა ფაუერის“ ერთობლივ საწარმოს.
საქართველოს გაზრდილ საექსპორტო პოტენციალზე და ექსპორტში შუახევი ჰესი პოტენციალზე Business Insider Georgia კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელ დირექტორს სატიშ ბჰატს ესაუბრა.

  • საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი, ასევე რეექსპორტი გაზრდილია. ქართული გენერაციის ობიექტებიდან თურქეთში ექსპორტი 17%-იან ზრდას აჩვენებს. „აჭარისწყალი ჯორჯია“ კი იმ ტოპ-3 კომპანიას შორისაა, რომელმაც თურქეთში ყველაზე დიდი მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. რა გზა გაიარა „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ იმისათვის, რომ ამ სეგმენტში პირველობისთვის მიეღწია და ასევე საინტერესოა, დაახლოებით რა წილი აქვს კომპანიას მიმდინარე ექსპორტის სტატისტიკაში?

187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესი ბოლო ათწლეულების მანძილზე აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგო ობიექტია, რომელმაც 2023 წლის  23 ივნისის მონაცემების გათვალისწინებით დაახლოებით 5.4% გაზარდა ელექტროენერგიის შიდა წარმოება. 

შუახევი ჰესმა 2020 წელს დაიწყო კომერციული ოპერირება, თუმცა პირველად ელექტროენერგიის იმპორტი 2022 წელს განახორციელა. მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემების თანახმად, რომელიც მოიცავს მაისს, ივნისს და ივლისს, თურქეთში ექსპორტირებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით 75 მილიონი კვტ/სთ შეადგინა.
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თურქეთში 606 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, შუახევი ჰესის წილი მთლიანი ექსპორტის ჭრილში  9%-ია.
ჩვენი კომპანია არ იშურებდა ძალისხმევას ელექტროსადგურის საიმედოობის უზრუნველსაყოფად საუკეთესო ტექნიკური პრაქტიკით და რესურსების ოპტიმალური დაგეგმვით ექსპორტისა და შიდა ბაზრის საჭიროებების მხარდასაჭერად.

  •  ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, თურქეთში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. შემოდგომიდან ისევ არის თუ არა საექსპორტო ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის მოლოდინები, თუ ბაზარი არსებული ტარიფების შენარჩუნებას შეძლებს?

თურქეთის ბაზარი აჩვენებს ელექტროენერგიის ფასების ზრდის ტენდენციას 2021 – 2022 წლებში. თუმცა, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ფასი უფრო დაბალი იყო, შესაძლოა ეს განაპირობა მოთხოვნა-მიწოდების დინამიკამ და გაზის გლობალურმა ფასმა. წელს კვტ/სთ ელექტროენერგიაზე საშუალო ფასი დაახლოებით 8 ცენტია და შემოდგომაზე დიდ ზრდას არ ველით.

  •  ის, რომ საექსპორტო პროდუქციის ღირებულება გაიზარდა ამან დააჩქარა თუ არა „აჭარის წყლის“ ამონაგები იმ საინვესტიციო პროექტებიდან, რომელიც კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განახორციელა. თუ კი პროცესი დაჩქარდა ამ ფონზე რა პერიოდში ვარაუდობთ დახარჯული საინვესტიციო თანხების ამოღებას?

შუახევი ჰესის პროექტის განხორციელებისთვის ნორვეგიულმა  Clean Energy Invest-მა და ინდურმა Tata Power-მა 550 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს. თუმცა, საექსპორტო ბაზარზე არსებულმა დინამიკამ და ფასების შემცირებამ განაპირობა დაგეგმილზე ნაკლები შემოსავალი, რაც ბუნებრივია გავლენას იქონიებს ჩვენს შემოსავლებზე.

  •  რამდენად მზარდია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზარი და ის რომ ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხორციელდება, როგორია კომპანიის შეფასება: რა უნდა გაკეთდეს როგორც ხელისუფლების ასევე კერძო სექტორის მხრიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი გენერაციის ობიექტი აშენდეს და ირგვლივ მხოლოდ პატარა და საშუალო ჰესების მშენებლობებს არ ვხედავდეთ?

საქართველო არის რესურსებით მდიდარი ქვეყანა, უზარმაზარი ჰიდრო პოტენციალით და როგორც ნებისმიერ სხვა განვითარებად ქვეყანას, საქართველოსაც შეუძლია მაქსიმალურად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის ასეთი რესურსი. ამ ეტაპზე ქვეყანა თავისი ჰიდროპოტენციალის დაახლოებით 22%-ს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მოხმარება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით შემცირდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს არის ერთჯერადი და დარწმუნებული ვართ, მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ინდუსტრიულ სექტორში ინვესტორებისთვის მოქნილი პოლიტიკით მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, რომლის შედეგადაც გაჩნდება მეტი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. 
ამავდროულად, მზის და ქარის პროექტები ასევე შეიძლება განხორციელდეს, როგორც მდგრადი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხარს უჭერენ ენერგეტიკულ სექტორს.

  •  თავად „აჭარისწყალი ჯორჯიაც“ ხომ არ აპირებს ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ბიზნესის გაფართოებას და ხომ არ განიხილავს ახალი გენერაციის ობიექტის მშენებლობას?

- ჩვენი კომპანიის მიზანია ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების პოტენციალის გამოყენება და ენერგეტიკის სექტორში წვლილის შეტანა კორპორაციული პასუხისმგებლობით. მე დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ჩვენ ჩვენი როლი ეფექტურად შევასრულეთ.

  • რა პერსპექტივებს აძლევს საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და არსებული და დაგეგმილი პროექტების ხარჯზე თქვენი აზრით ამ კაბელით რა პროცენტი ქართული წარმოების ელექტროენერგიის გატანას მოახერხებს ქვეყანა?

- შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. პროექტის განხორციელების შედეგად საქართველო ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და ამავდროულად, ქვეყანას ეძლევა სრულიად ახალი პერსპექტივა დაუკავშირდეს ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს და ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს რა რაოდენობის ელექტროენერგიის გატანას შეძლებს ქვეყანა ექსპორტზე კონკრეტული ინფორმაციის მიღებამდე საპროგნოზო მაჩვენებლებზე საუბარი რთული იქნება. რაც მთავარია, პროექტის განხორციელება გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა