მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოდან ექსპორტზე 26 600 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა

news image
mbc image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსის მიმღებ გადამმუშავებელ საწარმოში შპს „ავე ვაინ ჯორჯია“ იმყოფებოდნენ.

საწარმოში ციტრუსის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები არასტანდარტული ციტრუსის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. 

საკონსერვო ქარხანამ შპს „Georgian industrial Asset Management Group“ ნედლეულის მიღება 4 დეკემბრიდან დაიწყო.

„ციტრუსი აჭარასა და გურიაში ფერმერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. მთავრობა მაქსიმალურად ეხმარება მათ პროდუქციის რეალიზებაში. დღეის მდგომარეობით, უკვე 26 ათას ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული, რაც მნიშვნელოვნად მეტია გასული წლის მონაცემებზე. საექსპორტო ფასიც წელს უფრო მაღალია.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ხორციელდება სუბსიდირება; დიდია მხარდაჭერა გადამუშავების ნაწილშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ სეზონი ფერმერებისთვის ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აჭარის

მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა.

საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.

„ჩვენი პროგნოზით, წელს მაღალშემოსავლიანი წელი გვექნება. უკვე ექსპორტირებულია ციტრუსის რეკორდული რაოდენობა. საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ რეალიზაციის გარეშე არ დარჩეს არც ერთი კილოგრამი მანდარინი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ აღნიშნა, ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა.

შტაბის გამართული მუშაობის შედეგად, მანდარინის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 55 ათასი ტონა იქნება. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო იღებს.

დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 26 600 ტონა სტანდარტული მანდარინი. მიღებული და გადამუშავებულია 4 533 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა