მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოდან ყაზახეთში განხორციელებული ექსპორტის 87% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის

news image
mbc image

ყაზახეთში ექსპორტი 22%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 88%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ყაზახეთში 859,946.01 ათასი დოლარის ღირებულებს პროდუქცია გაყიდა, 2023 წელს კი 703,175.26 ათასი დოლარის. ზრდა 22.3%-ის დონეზეა. საქართველოდან ყაზახეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რომელზედაც ექსპორტის 87% მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 751,033.69 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 30,089.87 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 16,837.95 ათასი დოლარი;
  • მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - 12,125.38 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 10,678.34  ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, ზრდა 88,3%-ია. 2024 წელს საქართველოში ყაზახეთიდან 62,069.82 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2023 წელს კი 32,956.79 ათასი დოლარის. 2024 წლის სტატიკური მაჩვენებლებით ყაზახეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთიდან ყიდულობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11,033.10 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი შავი ლითონებისაგან, გამოსაყენებელი სარკინიგზო და ტრამვაის ლიანდაგებისათვის - 5,417.92  ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 3,982.64 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატები სხვა - 3,700.00 ათასი დოლარი;
  • ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - 2,872.70 ათასი დოლარი;
     
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა