საქართველოდან ცხვრის ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი
საქართველოდან ცხვრის ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 32,497.65 ათასი დოლარის ღირებულების 11,526.66 ტონა ცხვარი გავიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით ნაწილში 94%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო მოცულობის მხრივ 99%-იან ზრდას. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ ცხვრის ექსპორტის კუთხით 2023 წელი არსებული მაჩვენებლებითაც უკვე რეკორდულია.
2023 წლის 9 თვის სტატისტიკით საქართველოსთვის ცხვრის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის ექსპორტის 43% (ღირებულებით ჭრილში), ხოლო მოცულობების მხრივ 54%-ი.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 8 ბაზარზე მოახდინა:
აზერბაიჯანი - 14,001.83 ათასი დოლარი - 6,250.48 ტონა,
საუდის არაბეთი - 8,924.46 ათასი დოლარი - 1,947.72 ტონა,
ერაყი - 5,005.27 ათასი დოლარი - 1,964.71 ტონა,
ქუვეითი - 2,948.28 ათასი დოლარი - 792.52 ტონა,
კატარი - 704.25 ათასი დოლარი - 163.54 ტონა,
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 480.53 ათასი დოლარი - 257.12 ტონა,
ირანი - 317.35 ათასი დოლარი - 112.00 ტონა,
ლიბანი - 115.68 ათასი დოლარი - 38.56 ტონა.
აზერბაიჯანმა ნომერ პირველი საექსპორტო ბაზრის სტატუსი 2022 წლიდან დაიბრუნა, 2020-2021 წლების სტატისტიკით ქართული ცხვრისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთი იყო. 2018-2019 წლებში პირველობას აზერბაიჯანი ფლობდა, ხოლო 2017 წელს საუდის არაბეთი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826