საქართველომ რუსეთიდან 148%-ით მეტი ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა
2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 306,888.11 ათასი დოლარის ღირებულების 2,144,812 1000 მ³ ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. მიმდინარე მაჩვენებლები კი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივად 10%-იან ზრდას, ხოლო მოცულობის მხრივ 5%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში 279,695.21 ათასი დოლარის ღირებულების 2,048,534 მ³ ბუნებრივი აირის იმპორტი დაფიქსირდა.
2023 წლის საანგარიშო პერიოდში გასული წლების მსგავსად საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტი 2 ბაზრიდან დაფიქსირდა: აზერბაიჯანი და რუსეთი.
საქსტატის ინფორმაციით, 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან 84,597.07 ათასი დოლარის გაზი იყიდა, ხოლო აზერბაიჯანიდან 222,291.04 ათასი დოლარის.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან 34,176.74 ათასი დოლარის ბუნებრივი აირი იყიდა, შესაბამისად ზრდა 148%-ია.
საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებამ თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ იმპორტით 438,344.67 ათასი დოლარის ღირებულების 3,077,916.00 1000 მ³ ბუნებრივი აირი იყიდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826