საქართველომ სრულად უნდა ისარგებლოს „შუა დერეფანში“ ხელსაყრელი მდებარეობით - კატარინა ბიორლინ ჰანსენი
საქართველომ სრულად უნდა ისარგებლოს „შუა დერეფანში“ ხელსაყრელი მდებარეობით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა, რომელიც წლების განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობდა, უკვე EBRD-ის მოლდოვის ოფისს ხელმძღვანელობს.
„არსებობს გადაუდებლობის განცდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით ვაჭრობის გასაადვილებლად. ეს არის რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის!
ენერგეტიკული უსაფრთხოება საკვანძოა, მაგრამ უსაფრთხოების გარდა, განახლებადი ენერგიის ინვესტიციები პერსპექტიული სფეროა უცხოური და შიდა ინვესტიციებისთვის. განახლებადი ენერგიის პროგრამები, რომელიც გულისხმობს ჰესებს, მზის და ქარის ენერგიის გამოყენებას, უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად“, - ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
მანამდე EBRD-მა შუა დერეფნის ეფექტურობა შეაფასა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) აკავშირებს აზიასა და ევროპას ყაზახეთისა და კასპიის ზღვის გავლით. საქონელი კავკასიაში შედის ბაქოს პორტის გავლით, შემდეგ ხვდება საქართველოში, საიდანაც არის ორი ალტერნატიული გზა ბულგარეთის ან რუმინეთის გავლით ევროკავშირში ჩასვლამდე. ასევე არის სახმელეთო მარშრუტი თურქეთის გავლით ან საზღვაო მარშრუტი შავი ზღვის გავლით. „მიუხედავად იმისა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი უფრო მოკლეა ვიდრე ჩრდილოეთის დერეფანი (7000 კმ), ტვირთების გადაზიდვის ვადები ამჟამად აპროგნოზირებადია. პროცესი შესაძლოა, 14-დან 45 დღემდე მერყეობდეს, მაგრამ შესაძლოა, გარემოებიდან გამომდინარე 60 დღემდეც დასჭირდეს,“ - ამბობენ EBRD-ის ანალიტიკოსები.
EBRD. შეფასებით, შუა დერეფანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის გამოვლინდა როგორც ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო რგოლი.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826