მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით - რენე ჰობსი

news image
mbc image

მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექპერტმა და ამერიკელმა პროფესორმა რენე ჰობსმა მედიაწიგნიერების კუთხით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. მედიაწიგნიერების საჭიროების შესახებ ექსპერტმა „42°პარალელისთვის" მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა, ყურადღება ამ მიმართულებით ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ - „საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით, როგორც იმის ნაწილმა რასაც „ფეიკ ნიუსის" კრიზისს ვეძახით: დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსული პროპაგანდის გავრცელებით ზეგავლენის მოსახდენი სისტემური კამპანიებით, ბოტების და ტროლების გამოყენებით, ყველანაირი მექანიზმით რათა მოახდინონ ადამიანის გონებაში იმფილტრაცია გართობის,  ინფორმაციის და დარწმუნების კუთხით."

პროფესორმა მოზარდებისა და მთლიანად საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მედიის როლსა და გავლენაზე ისაუბრა და გამოწვევებთან გასამკლავებლად მედიაწიგნიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მედიაწიგნიერება მეტია ვიდრე ცრუ ინფორმაციის პრობლემის შესწავლა. მედია ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილზე მოქმედებს, როცა როგორც მშობელი ბავშვს ვზრდით, მედია ძალიან ეფექტური ძიძაა, არა?! მიეცი ბავშვს ტაბლეტი და თავისუფალი ხარ, შეგიძლია საათობით მიატოვო, მაგრამ მედიის გამოყენებით ბავშვების აღზრდას თან ახლავს უამრავი პრობლემა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამას უკავშირდება ბავშვებში ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა, თვითშეფასების და ღირებულებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული პრობლემები. რა თქმა უნდა პრობლემურია სოციალური კავშირებიც, უნარი - შეიძინონ მეგობრები. მაგალითად, 15 წლის ბიჭი, რომელსაც მხოლოდ ვიდეო თამაშების მეშვეობით აქვს სხვა ბავშვებთან კონტაქტი, ადამიანის განვითარების ჯანმრთელი გზა არ არის. მშობლები და მასწავლებლები აღიარებენ, რომ მედია ბევრ სარგებელს გვთავაზობს, რომ ბავშვს ეფექტურ კომუნიკატორად ჩამოყალიბებაში დაეხმარება, თუმცა არის ზიანიც." - განაცხადა რენე ჰობსმა.

პროფესორმა ასევე მედიაწიგნიერების უნარების ფართო საზოგადოებამდე მიტანის აუცილებლობასა და მედიაწიგნიერების განათლების სისტემაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ პირდაპირ იმ მიდგომას აღვწერთ, რომელიც აკადემიური კულტურიდან მომდინარეობს. იმიტომ, რომ დავდიოდით უნივერსიტეტში, კოლეჯში, და გვასწავლიდნენ, რომ ინფორმაციას გააჩნია იერარქია. სულ ზემოთ იყო ლიტერატურა და სადღაც ძირში იყო მედია. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ახლა საგანმანათლებლო ინსტიტუტებს მართავს, ქედმაღლური შეხედულება აქვს მასობრივ ინფორმაციაზე, რაც საშუალებას აძლევს არ მიაქციონ ყურადღება ინფლუენსერებს „იუთუბიდან", არც პოპულარული დოკუმენტური ფილმების შემქმნელებს, არც ბლოგერებს - მედიასთან დაკავშირებით ეს საერთოდ არ არის კრიტიკული აზროვნება - ეს ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებაა. სწავლებისადმი ჩვენი მიდგომის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ ქედმაღლური შეხედულების დაძლევაა. ადამიანებმა ხარისხი ხის სხვა და სხვა შტოებად უნდა განიხილონ: შეიძლება იყოს ხარისხიანი კომიქსი, ხარისხიანი მიმი, ხარისხიანი „პოდკასტი" და როდესაც ვიცვლით შეხედულებას ხარისხიან მედიასთან დაკავშირებით, ეს ხსნის გაცილებით მეტ შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, სკოლაში სწავლა მხოლოდ პაწაწინა სეგმენტია და მედიაწიგნიერების უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ისწავლო." - განაცხადა მედიაწიგნიერების ექსპერტმა. 

შეგახსენებთ, რომ ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევების, განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი, საქართველოში ComCom-მა, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სპეციალური მოწვევით ჩამოიყვანა. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტმა ქართველ სტუდენტებთან საჯარო ლექცია ჩაატარა, სადაც მედიაწიგნიერები როლზე, პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და მსოფლიო მასშტაბით მედიაწიგნიერები სწავლების არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა