მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.6
0.0025
flag
AZN 1.5521
-0.0007
flag
CNY 38.805
-0.0044
flag
EUR 3.0109
-0.0058
flag
GBP 3.5238
-0.0086
flag
KZT 56.35
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6384
-0.0009
news banner

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ითაა გაზრდილი - სტატისტიკა

news image
mbc image

საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-მაისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 31,48%-იანი ზრდა აჩვენეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 517 829 მგზავრს მოემსახურა, რაც 30,59%-ით მეტია 2023 წლის პირველი 5 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 89,64%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-მაისში 1 914 974 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 1 327 719 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-მაისში 1 928 077 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-მაისში კი 2 517 829 მგზავრს.

2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 669 628 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-მაისში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 245 990 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 916 016 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-მაისში კი 1 485 118 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის ხუთ თვის 2019 წლის ხუთ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 12,42%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 82,27%-იანი ზრდა.

2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით მგზავრთნაკადის 72,88%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 234 989 მგზავრი გაატარა, რაც 40,46%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53,86%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის ხუთი თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 167 294 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-მაისში 152 733 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135 926 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 107,94%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 19,52%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 138,01%-იანი ზრდა

2019 წლის 5 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 288 626 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 252 160მგზავრს, 2023 წლის 5 თვეში 502 158 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 600 166 მგზავრს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - თამარ იოსელიანი

08.07.2026.18:56

„ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წარმატებული პროექტები, რომელიც წინა და მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო ნაწილში განხორციელდა - გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდა და სრულ ოპერირებაში შევიდა უღელტეხილის ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ნამდვილად აძლიერებს რკინიგზის როლს, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა.

„საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია. რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა