მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი უდიდესი როლი ითამაშოს ევროპისა და აზიის კონტინენტებზე საიმედო და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართულებით - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ პოლონეთში ევროპის 32-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდეს კონფერენციას, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური ლიდერები და მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

ვახტანგ ცინცაძემ პანელურ დისკუსიაში ისაუბრა ევროპასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპისა და აზიის კონტინენტზე სანდო და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების მიღწევის მიმართულებით.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანას, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ წარმოადგენს საიმედო პარტნიორს ევროპისთვის, აქვს ახალი იმპულსი და რეალური პოტენციალი გარდაიქმნას რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად და ხელი შეუწყოს უსაფრთხო და საიმედო მიწოდების ჯაჭვების განვითარებასა და სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას ევროპისა და აზიის კონტინენტებზე“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მისი შეფასებით, გეოგრაფიული მდებარეობისა და მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოდან გამომდინარე, საქართველო უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობაში. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ეკონომიკის ყველა სფეროში, მათ შორის ინსტიტუციური სიძლიერის, მმართველობის გაუმჯობესების, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და მისი მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.

„საქართველოს აქვს ევროკავშირისა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების წარმატებული გამოცდილება, რაც ხელს უწყობს პოლიტიკის სანდოობას, ახალი შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას და ეკონომიკურ კოორდინაციას საიმედო და უსაფრთხო ღირებულების ჯაჭვების შესაქმნელად“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მან ასევე აქცენტი გააკეთა შუა კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე, საქართველოს გაზრდილ როლზე, რომელიც შეუძლია შეასრულოს ევროკავშირში ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობისა და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე იმ მნიშვნელოვან ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ამ ეკონომიკური ფუნქციების განვითარებას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო დგამს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რათა გააძლიეროს მისი როლი, როგორც ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულმა და სატრანზიტო პარტნიორმა ქვეყანამ, მწვანე ენერგიის მიმწოდებელმა და სატრანსპორტო კავშირებში მნიშვნელოვანმა მონაწილემ.

„ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირებისა და დაკავშირებადობის გაძლიერება უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სარგებელს არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის, არამედ ხელს შეუწყობს უფრო ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროპისა და აზიის მასშტაბით და საიმედო, პროგნოზირებადი, სტაბილური ეკონომიკური კავშირებისა და ღირებულების ჯაჭვების განვითარებას. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და ასევე ამბიციური გეგმები ევროკავშირთან კავშირების გასაუმჯობესებლად ყველა საკვანძო სფეროში, მათ შორის ტრანსპორტი, ვაჭრობა, ICT, ენერგეტიკა და ტურიზმი“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა