საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ვორკშოპს გამართავს
საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, 17 ივლისს, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის 15 ნომერში, ვორკშოპი "ხელოვნური ინტელექტისშესაძლებლობები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის"გაიმართება. შეხვედრას „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია გაუძღვება.
შეხვედრაზე განხილული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უცხოური და ქართული აპლიკაციები, ასევე ის, თუ როგორ იყენებენ დღეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მცირე და საშუალომეწარმეები.
„ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში ახალი კავშირების ფორმირებას და ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიური ხელსაწყოების შესახებ ცნობადობის გაზრდას. საბოლოოდ კი, გვსურს, ამ გზით, ქალ მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობა მივცეთ. აღნიშნული ღონისძიება, ისევე, როგორც სხვა რეგულარული ბიზნესშეხვედრები მომხმარებლების ინტერესებისა და სურვილების კვლევის შედეგად იგეგმება. ამიტომაც მოხარული ვართ, რომ არ ვჩერდებით და მათ სხვადასხვა საკითხის ექსპერტებთან შეხვედრის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - აცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს. თუ ჯერ არ ხართ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826