მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით

news image
mbc image

როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, „იმ ფონზე როდესაც ინფლაციის მაჩვენებლები უკვე სამიზნეზე დაბალია და ინფლაციის მოთოკვის თვალსაზრისით ვითარება ნორმალიზებულია, აღნიშნული გადაწყვეტილება დროული და გონივრულია.

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა მიმდინარე გადაწყვეტილებისა, წარმოდგენილია  საშუალოვადიანი პროგნოზიც, კერძოდ,  წლის ბოლოს 9.5%-მდე განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო პერიოდში, ნავარაუდევია დაახლოებით 7%-იან ნეიტრალურ დონემდე განაკვეთის დაწევა. 

 

საპროცენტო განაკვეთების თანდათანობითი შემცირება, თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ერთის მხრივ, იზოგება ხარჯები, მეორეს მხრივ, კი აღნიშნული უფრო მეტი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, რომ დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი.

 

შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პროგნოზის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ წაახალისებს ბიზნეს აქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ზრდას.

 

აქვე მიგვაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება, სხვა თანაბარ პირობებში, არ და ვერ გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, ვინაიდან მაკროეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ძლიერია, მათ შორის სტაბილურია სავალუტო შემოდინებები. ასევე მივესალმებით, საჭიროების შემთხვევებში, ორმხრივ სავალუტო ინტერვენციებს, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ლარის სტაბილური კურსი ეკონომიკურ გარემოს ბევრად უფრო სტაბილურს, პროგნოზირებადს და განჭვრეტადს ხდის. ამის ძალიან ნათელი და ცხადი მაგალითია ბოლო პერიოდში გამყარებული და სტაბილური ლარის კურსი, რამაც ბიზნესის განწყობებზე, მოლოდინებზე და შესაბამისად ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე განსაკუთრებულად პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა"- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა