მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პლატფორმა ერთ-ერთი წამყვანია, სადაც ბიზნესს აქვს საშუალება, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსიროს - „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი

news image
mbc image

Business Insider Georgia- სთან „ელთ ბილდინგის“  დამფუძნებელმა ელგუჯა თურმანიძემ დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი”განხილული საკითხები და მნიშვნელობა შეაფასა.

„საქართველოს ბიზნესასოციაციის პლატფორმა არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა, სადაც ბიზნესს გვეძლევა საკუთარი მოაზრებებისა და შეხედულებების გაზიარების საშუალება.

დღეს გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროების წარმომადგენლები და მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ფართოდ იყო განხილული სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარება. მათ შორის ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროსა და სამშენებლო- დეველოპმენტის დარგში მიღწეული შედეგები და გამოწვევები.

ეკონომიკის ეს დარგები ისე ახლოა ერთმანეთთან, რომ მათი ცალ-ცალკე განვითარება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ელგუჯა თურმანიძემ.

კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, აჩენს მოლოდინს, რომ სექტორებში არსებული პრობლემები დაიძლევა.

„ჩვენ გვაიმედებს მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები რაც ბოლო თვეებში დაფიქსირდა.  მათ შორის ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში. ბოლო კვარტალში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. კონფერენციაზე ასევე განხილული იყო ლარის კურსის საკითხი. ბოლო მონაცემებით ეროვნული ვალუტა სტაბილურია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.

ასევე განხილული იყო კადრების დეფიციტის საკითხი, რაც ბაზარზე 25%-ს შეადგენს და მთავრობისა და ბიზნესის ძალისხმევა მიმართული იქნება იქით, რომ ამ პრობლემის დაძლევა მოხდეს“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

22.08.2026.19:18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.

ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.

„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.

სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა