მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამხელა საინვესტიციო შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია - ლევან დავითაშვილი $6 მლრდ-იან ინვესტიციაზე

news image
mbc image

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამხელა საინვესტიციო შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, შევთანხმდით 6 მლრდ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მისივე თქმით, ეს არის ისტორიული მოვლენა, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას გულისხმობს.

„ეს თბილისისა და ბათუმის ეკონომიკების დაახლოებით 2-3 %-იან ზრდას მოიაზრებს წლის განმავლობაში, რეალურ ეკონომიკურ ზრდას, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას მაინც გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა გარდა რიცხვებისა და ეკონომიკური შედეგებისა, EMAAR და Eagle Hills, ეს არის წამყვანი დეველოპერული ჯგუფი მთლიანად რეგიონში, რომელსაც აქვს განხორციელებული სანიმუშო პროექტები, ე.წ. landmark პროექტები, მაგალითად როგორიცაა ბურჯ-ხალიფა. მათი საქართველოში შემოსვლა მთლიანად შეცვლის ჩვენს დეველოპერულ ბაზარს, თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს და არამხოლოდ რეგიონული ინვესტორებისთვის გახდის საქართველოს საინტერესოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო იქნება ძალიან სამაგალითო და საინტერესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი. ვფიქრობ, ეს ბიძგს მისცემს ძალიან ბევრ სხვა ინვესტორს, ვინაიდან ბევრი დეველოპერის ქცევა პირდაპირ მიჰყვება ხოლმე ამ კომპანიის გადაწყვეტილებებს. როდესაც ეს კომპანია იღებს ხოლმე  ამა თუ იმ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გადაწყვეტილებას, ამას რეგიონის ქვეყნებიდან, საუდის არაბეთიდან, საამიროებიდან, ევროპიდან ბევრი ქვეყანა ადევნებს თვალს და ის კომპანიები, როგორც წესი, მიჰყვებიან ხოლმე. ამიტომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ პროექტის დაწყებით ჩვენ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალ ტალღას უნდა ველოდოთ ძალიან საინტერესო, დინამიურ სექტორში, რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში უნდა მივიღოთ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი, ე.წ. landmark ადგილი, ანუ ისეთი ადგილი, რომელიც ტურისტებისთვისა და მოსახლეობისთვის იქნება მიმზიდველი და თვალსაჩინო, რაც ასევე ქვეყნის ხარისხობრივ წინსვლას შეუწყობს ხელს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა